qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
80

ქორწინების უბიწოება და სიძვა

იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი)

 

სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს. იგავნი სოლომონისა 29:3

უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას. 4:6 სიბრძნე სოლომონისა

თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია. 1 ტიმ 6:6

ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.

ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?

რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა. 1კორ 6: 18-20

ხორციელი სიახლოვისას ადამიანები სიღრმისეულად ერწყმიან ერთმანეთს.

ეს პროცესი საიდუმოს უტოლდება. ხილული აქტის დროს სრულდება უხილავი ქმედება-სულების შერწყმა. ეს ურთიერთობა მხოლოდ ქორწინების შემთხვევაშია კანონიერი: ის სრულიად მოიცავს ორი ადამიანის სიცოცხლეს და მათი სიყვარულის – არა მხოლოდ მიწიერი და ხორციელი, არამედ სულიერი და შინაგანი ცხოვრების გამოხატულებაა.

მრუშობა ზემოდ ჩამოთვლილ არცერთ ელემენტს არ შეიცავს. ეს მხოლოდ წუთიერი, ხორციელი და ვნებიანი ყოფითი საქციელია; რომელიც ღვთივ დადგენილ კანონს და ადამიანურ კავშირებს ფეხქვეშ ქელავს.
ეს ანტი-საიდუმლოებაა, ანუ სხეულების და სულების ისეთი კავშირი რომლის დროსაც სულები მზად არ არიან, არც სურთ და არც ძალუძთ დაიტიონ სიყვარულის სისავსე…

ამას კი მისტიური შედეგი მოსდევს: ადამიანი თითქოს „ყირავდება“ და ღვთიურის ნაცვლად ცხოველურ სახეს იღებს; იბღალება უბიწოება-ადამიანური ქმნილების მთლიანობა, თითქოს ადამიანის დაცემის პროცესი მეორდება. იმსხვრევა სული, ირღვევა მთლიანობა და ყველაფერი ღვთიური ნადგურდება.

ამიტომ  გარყვნილება და სიძვა სატანური კულტების განუყოფელი ნაწილია, – როგორც უკუღმა შესრულებული საიდუმლოება, უფლის გმობა და ადამიანის განადგურება.

წყარო: faith.ge