qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
8

მიუტევებელი მხოლოდ შეუნანებელი ცოდვაა

 

 

 დეკანოზი ალექსი უმინსკი

 

 

 

,, თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.”(დაბადება.-4,7)

ადამიანის მთელი ცხოვრება შეთვისებულია ცოდვას, ეს საშიშია მაგრამ გამოსავალი არსებობს. მართლაცდა ჩვენი ცხოვრება გამუდმებული შეცოდებაა ღვთის წინაშე, მაგრამ ისე გვიყურებს ჩვენ ღმერთი, როგორც ამას ,,აღსარების წიგნის” ავტორები ამბობენ? სადაც ყოველგვარი აზრი და ყოველგვარი სურვილი წარმოდგენილია როგორც ცოდვა?ბევრ ადამიანს (ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო) პირველი აღსარების შემდეგ რჩება მძიმე შეგრძნება ,,ეხლა უკვე როგორ ვიცხოვრო? სად წავიდე? აი ეხლა მივალ სახლში და იქ სრულიად ცოდვილი ურთიერთობები და ცოდვილი გარემოებაა…სამსახურში? იქაც იგივე მდგომარეობაა.. თუმცა ასე სწრაფად ხომ ვერ შევძლებ ცხოვრების შეცვლას? რა ვქნა? არ შეიძლება აღსარების შემდეგ დაუყონებლივ მონასტერში წასვლა?… ლოცვის დაწყება? მაგრამ მე ხომ ჯერ არცერთი ლოცვა არ ვიცი?.. შევიყვარო უფალი? მაგრამ მე ხომ სიყვარული არ ვიცი?”ეს სერიოზული პრობლემა და დაბრკოლებაა აღსარებაზე მომსვლელთათვის. ცოდვისაგან შეშინებული, ადამიანი კარგავს რა გემოს და საზრისს ცხოვრებისას ცდილობს ცოდვებს დაემალოს. ეს ხდება თითქმის ყველა იმ შესაძლო სიტუაციაში, სადაც შეიძლება ადამიანმა რაიმე სახით შესცოდოს და ბოლოს და ბოლოს ამგვარი დამოკიდებულებით იგი თავად ცხოვრებას ემალება.

ასეთი ადამიანები ქმნიან დიდ საქრისტიანო ერთობას, რომელთაც ცხოვრების ეშინიათ. არ ცოდო არამედ უბრალოდ იცხოვრე. გრძნობ მუდამ, რომ დამოკიდებული ხარ ცოდვაზე, ამის გამო მათ ეშინიათ ნებისმიერი საქმის კეთების, რადგან მათ ამაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. მშიშარა ადამიანი ვერაფრის შემძლებელია, მითუმეტეს იგი ვერ იქნება ცოცხალი ეკლესიის ცოცხალი წევრი, რადგან იგი ვერასოდეს შესძლებს მორჩილების შესრულებას. ფიქრობენ, აი რომ ვერ შევასრულო და შევცოდო? უკეთესია თუ თავს არ ვდებ და არ შევასრულებ. ერთმა ქალბატონმა ჩემს კითხვაზე – ”რატომ არ ლოცულობ შენ ამისთანებზე” -მიპასუხა: ,,კი მაგრამ, როგორ ვილოცებ მე მათზე”? დავიწყებ ლოცვას და მოვა განსაცდელები. განსაცდელების მოსვლას კი მე ვერ გავუძლებ და შევცოდავ. მე კი არ შემიძლია ასეთ ადამიანებზე ლოცვა”

ბევრი ადამიანი არაფერს არ აკეთებს იმის შიშით, რომ ,,არ შესცოდოს”. არსებობს ამგვარი გამონმათქვამიც ,,ბევრი იძინე და ნაკლებს შესცოდავო”. ეს ადამიანები ეკლესიის დიდ ამორფულ მასას შეადგენენ, ისინი აშინებენ ახალმომსვლელებს. ჩვენს თაობაში ბევრია ასეთი ადამიანი, ხანდახან ისინი ახდენენ შთაბეჭდილებას გონებადაბნელებულებზე, რადგან მათი ცხოვრების შიში შერწყმულია სხვადასხვა ფობიებთან. ცხოვრებით შეშინებულს, მას ადამიანებისაც ეშინია, ეჩვენება, რომ მის გარშემო ყველა ბოროტია, რომ მას ისე არ უყურებენ, რომ მისგან რაღაცა უნდათ, ასეთ მდგომაროებაში იგი გარშემო ვაკუუმს იქმნის და აგრესიული ხდება. ამგვარი ადამიანები უბედურნი არიან, თავისი არასწორი დამოკიდებულების გამო ცოდვასთან და აღსარებასთან. ადამიანს, რომელსაც უყვარს ღმერთი არ შეუძლია იცხოვროს ასეთი ცნობიერებით, რადგან ,,18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.”(იოანე.1,4-18). თუ ადამიანმა უმოქმედობაში არ შეიძლება რომ შესცოდოს, მაშ ვერც კეთილ ნაყოფი მიართმევს ადამიანი ღმერთს.

დეკანოზი ალექსი უმინსკი