qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
99

,,კურთხევის“ თამაში თავის მოტყუებაა

 

დეკანოზი ალექსი უმინსკი

 

 

რა პასუხისმგებლობა აკისრია მრევლს მოძღვრის წინაშე და მოძღვარს უფლის წინაშე?

რა შეიძლება იყოს ურჩობის საზღაური?

 

გააჩნია რა სახის ურჩობაზე ვსაუბრობთ. არ სცნობს რა მშობელთა აკრძალვებს, გარკვეულწილად,ყოველი ადამიანი ბავშობიდან ეურჩება მათ, შესაბამისად ყოველი ადამიანისათვის ადრეული ასაკიდანვე შეიძლება იყოს ცნობილი ურჩობისსაზღაური. იგივე შეიძლება ითქვას მოძღვართან მიმართებაში. არსებობს კატეგორიული მითითებანი, რომლითაც მოძღვარი პირდაპირ გვიკრძალავს ცოდვილ საქციელს, „ეს უნდა შეწყვიტო“ „ამის უფლება არ გაქვს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახარებას“. მათი შეუსრულებლობა არ შეიძლება და მსგავსი ურჩობის საზღაური, დიახაც, შემაშფოთებელია, რადგან ამ დროს ადამიანი რაღაც უფრო მეტს იკლებს, ვიდრე მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. თუმცა არსებობს ნაკლებად კრიტიკული სიტუაციებიც, როცა ჩვეულებისამებრ, საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიქცევით,რადგან მცირედით ყველას გვაქვს მიდრეკილება,ჩვენს სასარგებლოდ გავიგოთ მოძღვრის ნათქვამი. უსიამოვნებებს ვერც ამ შემთხვევაში ავიცილებთ, რამეთუ ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებას თავისი საზომი და საზღვარი გააჩნია. გამოცდილ მოძღვრებთან ურთიერთობისას, ძალზედ იშვიათად მინახავს მათი მხრიდან კატეგორიულობა ისეთ საკითხებში, როცა საქმე ცოდვას არეხება: ერთგვარი თავისუფლება ადამიანს მაინც რჩება, ანუ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.მახსენდება მამა იოანე (კრესტიანკინი), რომელიც სულიერი რჩევების მიცემისას,მაშინაც კი, როცა ნათელი იყო, რომ ადამიანს უფლის ნებას აუწყებდა, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებდა მას. ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოძღვრისა და მისი მრევლის ურთიერთობაში. მაგრამ არსებობს კატეგორიული საკითხებიც. იმავე მამა იოანეს (კრესტიანკინი) წერილებში გვხვდება კატეგორიულობაც „უფლება არ გაქვს,ქმარი მიატოვო“, „უფლება არ გაქვს აბორტი გაიკეთო“ და ა.შ.,“თუ ამას ჩაიდენ უბედურებას მოიმკი, უფალი დაგსჯის და ა.შ. ამგვარი მითითებების შეუსრულებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ხდება ხოლმე,რომ ადამიანი მიმართავს ბერს,შემდგომ მოძღვარს და მათი ნათქვამი ეწინაამღდეგება ერთმანეთს, როგორ მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში?

ჩემი აზრით, ბერთან მისვლა და საუბარი არ უნდა ხდებოდეს მოძღვრის გვერდის ავლით. არ შეიძლება „თავზე გადაახტე“ ადამიანს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო შენზე პასუხისმგებლობა. მსგავსი ქმედება გამოხატავს საშინელ უპატივცემლობას და უნდობლობას იმ მოძღვრის მიმართ, რომელიც შენზე ლოცულობს. ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს:„ვინ არის ეს რანგით უფრო დაბალი მღვდელი, მაგალითად, მამა ნიკოლოზთან შედარებით?“ შედეგად კი იქმნება ისეთი ვითარება, რომელიც იმდენად კონფლიქტს არ წააგავს, რამდენადაც ხდება ისე, რომ ადამიანს არც ბერისაგან ეუწყება ნება უფლისა. ხშირად შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოძღვრის უკითხავად მიდიან ბერთან. ბერი კი ისეთ რამეს ეუბნება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რაც პრობლემას კი არ წყვეტს, არამედ უფრო ბუნდოვანს ხდის. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს არ მოსწონს მოძღვრის პასუხი დაფიქრობს: „მოდი ერთი ბერთან წავალ…“

ჩემი აზრით, ბერთან მისვლა შეთანხმებული უნდა იყოს მოძღვართან. ასე იქცევიან თავად მღვდლებიც, სანამ ბერს მიმართავენ, ისინი რჩევას ეკითხებიან საკუთარ მოძღვარს.

რა შემთხვევაში ხდება ურთიერთობის შეწყვეტა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის, იმის გათვალისწინებით,რომ ორთავენი ცოცხლები არინ და ეკლესიის წევრებად რჩებიან?

ზოგჯერ ადამიანი აღარ საჭიროებს სულიერ ხელმძღვანელობას. ასეთი რამ ხდება ხოლმე. ადამიანთა სულიერი ზრდა ერთგვაროვნად როდი ხდება. სულიერ განვითარებაში „შვილმა“ შეიძლება გაუსწროს მოძღვარს. უფლის წყალობა საიდუმლოებითაა მოცული. მავანი სხვაზე სწრაფად იზრდება, მავანისთვის კი სულიერი განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგრამ რაღაც პერიოდში მოძღვარი შენი დასაყრდენი გახდა სულიერ ცხოვრებაში და სწორედ მასზე დაყრდნობილი შეუდექი შენი გზის დასაწყისს, სწრაფად წაიწიე წინ და რაღაც პერიოდში მიხვდი, რომ შემდგომში შენითაც შეგიძლია იარო. ამ თვალსაზრისით ურთიერთობები ბუნებრივად მეგობრული, კეთილგანწყობილი რჩება. უბრალოდ ადამიანი ათვიცნობიერებს, რომ რიგ საკითხებში კურთხევასა და რჩევას აღარ საჭიროებს. მას თავად შეუძლია ამა თუ იმ საკითხის ისე გადაჭრა, რომ უფლის ნებას არ გადავიდეს. ეს დასაშვებია. ისეც ხდება, რომ მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა განვითარების ახალ საფეხურზე ადის: როცა „შვილი“ აღარ საჭიროებსდახმარებას, მაგრამ ქრისტესმიერი სიყვარულით ურთიერთ-დაკავშირებულნი, სულიერების თვალსაზრისით ხელიხელჩაკიდებულნი, ერთობლივად მიუყვებინ უფლისკენ მიმავალ გზას, სულიერ რჩევებს ერთობლივი ლოცვა ენაცვლება და მღვდლის ლოცვით უფრო მეტს იღებს ადამიანი, ვიდრე რჩევებითა და კურთხევით. ჩვენთან ხომ, როგორც წესი, სულიერი ხელმძღვანელობა დაყვანილია „მამაო მიკურთხე ესა და ეს“ დონეზე. მაგრამ ამის გარდა არსებობს სულიერი ცხოვრებაც და მთელი სერიოზულობით თუ განვიხილავთ სულიერ ცხოვრებას, მაშინ უკვე სულიერ ხელმძღვანელობაზე გვექნება საუბარი.

ჩვენი მრევლის ყოველდღიურობაში კი მოძღვრის და მრევლის ურთიერთობა უფრო ღვთისმოსაობის საეკლესიო-პრაქტიკულ რჩევებს ემსგავსება, ვიდრე სულიერ ხელმძღვანელობას. სულიერი ხელმძღვანელობა გაცილებით ღრმა განსჯის საგანია.

რაზე შეიძლება ვითხოვოთ ან არ ვითხოვოთ კურთხევა?

ეს ადამიანის სულიერ ასაკზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ადამიანს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა ორიენტაცია არა თუ სულიერ, არამედ საერო ცხოვრებაშიც უჭირს, ხშირად უწევს რჩევების მიღება. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუ ეს ყველაფერი არ გადაიზრდება საკუთარი ცხოვრებისადმი პასუხისმგებლობისმ ღვდლისადმი გადაბარებაში, რაც ძალინ ბევრს მოსწონს.

როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?

ეს დიდწილად არის დამოკიდებული მღვდელზე, მის სიბრძნეზე, სიმკაცრეზე და…. იუმორის გრძნობაზე. მას უნდა შეეძლოს, რაღაც მომენტში, უბრალოდ ადგეს და თქვენთან ერთად გულიანად იცინოს რაღაცაზე. „კურთხევა“ მღვდლისთვის არის ხალხის მართვის საშუალება, თანაც ძალზედ სახიფათო საშუალება და მისით სარგებლობა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, მეტადრე მაშინ, როცა ადამიანი მზადაა უყოყმანოდ დაგემორჩილოს. ასეთი ადამიანები კი, ღვითსმოსაობის საბაბით რომ ვისაც გნებავთ, იმას დაემორჩილებიან, მრავლად არიან, ხოლო „მღვდლისა“ და„სულიერი შვილის“ ნიღბის უკან უამრავი არამზადა იმალება, რომლებიც შემდგომ მიწისქვეშეთში მიერეკებინ ადამიანებს.

თქვენ თავად რას შეადარებდით მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობას საერო ცხოვრების მაგალითებიდან?

ჩემთვის ამ ურთიერთობებს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ანალოგი ჰქონდა. ცხოვრების ამ ეტაპზე ხსენებულ ურთიერთობებს მეგობრულს შევადარებდი, ან უფრო ზუსტად არა ტოლსწორი მეგობრების, არამედ ძმების ურთიერთობებს, რომელთაგან ერთი-უფროსი მრავალი წლით წინ არის თავის უმცროს ძმაზე. საერთოდ, წოდებრივი პრინციპის მიხედვით ეკლესიაში ხალხის დაყოფა არ შეიძლება. მცდარია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მღვდელი იმდენად განყენებულად აღიქმება ერისკაცთაგან, რომ მღვდლის ცხოვრებაც თვისობრივად განსხვავებულად წარმოუდგენიათ მავანთ. ადამიანები თავად ახდენენ მღვდლის გადამეტფასებას, მოელიან რა მისგან განსაკუთრებულ სასოებას, ითხოვენ რაღაც შეუძლებელს, შეუსრულებელს, რადგან ფიქრობენ, რომ ყოველი მღვდელი უკვე წმინდანია, მარტო იმიტომ, რომ მღვდელია. ეს კი ასე არ გახლავთ: მღვდელი ადამიანია და ისევე ზიდავს ადამიანურ უძლურებას და ცდუნებებს, როგორც ყოველი ქრისტიანი. უბრალოდ მღვდელს შესაძლებლობა აქვს, ცოტათი წინ წაიწიოს, გადალახოს ჩვენი წინამდებარე გზის გარკვეული მონაკვთი და გვიჩვენოს, როგორგანვაგრძოთ გზა, მსგავსად იმ უფროსი ძმისა, უმცროსს რომ ეხმარება. ჩემს მრევლთან სწორედ ასეთ ძმურ ურთიერთობას ვისურვებდი და არა ისეთს, როცა მოძღვარი თვალუწვდენელი სიმაღლიდან დასცქერის მის ფერხთით განრთხმულმრევლს, რომელიც თავის მხრივ მზადაა დაუყოვნებლივ საქმედ აქციოს სულიერიმ ამის ყოველი სიტყვა.

ალბათ, ცოტა ვინმეს თუ უფიქრია, რაოდენ მნიშვნელოვანია მღვდლისათვის საკუთარი მრევლის თანადგომა,ნამდვილი ძმური თანადგომა. ყოველი ჩვენთაგანის მსგავსად, მღვდელმაც შეიძლება წაიბორძიკოს, მის ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს სულიერი კრიზისი და მასაც ყოველი ჩვენთაგანის მსგავსად სჭირდება სულიერი თანადგომა, გნებავთ, ხელის შეშველება, აუცილებელია, რომ მისთვისაც ილოცონ. ხდება ხოლმე, რომ მოძღვრის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი და მრევლი თითქოს ამას უცდიდაო: „ოჰ, არა ასეთი არ გვჭირდება, სხვასთან წავალთ…“ რა გამოდის? სანამ მღვდელი საკუთარი ზურგით გატარებდა, ყველაფერი გაწყობდა დათუ რაღაც მომენტში ამ სიმძიმის ზიდვა ვეღარ შეძლო და წაიფორხილა, ის აღარავის ჭირდება და ყველამ ზურგი უნდა აქციოს? ეს არასწორად მიმაჩნია. სიყვარული ძმური უნდა იყოს: როგორც მღვდელი ზიდავს მრევლის „სიმძიმეს“, ისევე მრევლს უნდა შეეძლოს თავისი მოძღვრის სიმძიმის ზიდვა. სწორედ ამაშია ძმური სიყვარულის მხსნელი ძალა.

შეიძლება, რამე დავუმალოთ მოძღვარს? რა დონეზე შეიძლება გავენდოთ მას?

მოძღვრისთვის რაიმეს დამალვა არ შეიძლება. არსებობს საკითხები, რომლებსაც მოძღვართან საუბრისას შეიძლება ტაქტიანად ავუაროთ გვერდი, ან არ ვუთხრათ ისეთი რამ, რაც გაანაწყენებდა მას (იმ პირობით, თუ გვეცოდინებოდა, რომ ეს რაღაცშ ენგან კი არა, ვიღაც სხვისგან მოდის)-ე.ი. ის, რაც შენს პირად ხსნასთან და ღმერთთან დამოკიდებულებასთან არაა კავშირში. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც პირადად შენ გეხება,მათი დამალვა დაუშვებელია.

რა შემთხვევაში შეიძლება აღსარება ჩავაბაროთ სხვა მღვდელს, თუკი ჩვენი მოძღვარიგვყავს?

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამით არ ცდილობ, საკუთარ მოძღვარს დაუმალო რამე. აუცილებელი არაა ყოველთვის მოძღვარს ჩააბარო აღსარება, მით უმეტეს, თუ საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს არ ეხება, როცა მოძღვარი უნდა დაგეხმაროს შენს ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ან თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცისაგან დაგიცვას და მოსალოდნელი საფრთხე აგარიდოს. სხვა მღვდელს შეიძლება მივმართოთ ჩვეულებრივი აღსარების ჩასაბარებლად, მაგრამ თუ ამის მიზანია, მოძღვრისათვის რამის დამალვა ეს ძალიან ცუდია.

როგორ მოვიქცეთ თუ მოძღვარი ისეთ რჩევას გვაძლევს რომელიც შეუსრულებლად გვეჩვენება? რამდენად ვცოდავთ, თუ ასეთ რჩევას არ ვასრულებთ?

ასეთი რამ ხდება. თუ ატყობ, რომ საგონებელში ჩავარდი ილოცე. დაე, რაღაც დრო გავიდეს. და თუ მაინც იმდენად არ ეთანხმები მოძღვრის რჩევას, რომ ვერ ასრულებმას, მაშინ კეთილი ინებე და როგორც თავისუფალ ადამიანს შეშვენის, საკუთარ თავზე აიღე გადაწყვეტილების მიღებაც და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობაც. ხდება ხოლმე, როცა მღვდელი არ აკურთხებს ამა თუ იმ ქორწინებას, წყვილი კი მაინც ქორწინდება და ბედნიერად ცხოვრობს, თანაც ფიქრობს „რა მოხდებოდა, თავის დროზე, რომ დაგვეჯერებინა?“

რა ნიშნებით შეიძლება განვსაზღვროთ, რომ მოძღვართან ურთიერთობა რეალურ სარგებელს გვაძლევს და ხსნისკენ მივყავართ?

თუ დაღვრემილი არა ხარ, თუ მხიარულობ, მოძღვრის არასწორმა რჩევამ შეიძლება უიმედობამდე მიგვიყვანოს. მრევლის ცხოვრებაში არცთუ იშვიათია, როცა თამაშობენ მორჩილებას, თამაშობენ აღსარებას, თამაშობენ თავმდაბლობას, რაც პრინციპში არ უნდა ხდებოდეს. ადამიანი ცხოვრობს აქ, ამ ქვეყნად და ისეთია, როგორიც არის. ჩემი აზრით, მოძღვრის ვალია, დაეხმაროს ადანიანს საკუთარი თავის შეცნობაში. როცა ადამიანი გაიგებს როგორია ის, მისთვის ნათელი ხდება ისიც, თუ რა უნდა აკეთოს შემდგომ. მოძღვარი ეხმარება ადამიანს საკუთარ თავთან დაკავშირებული ილუზიებისგან თავის დაღწევაში. რაც შეეხება „კურთხევა-მორჩილების თამაშს“ გარდა იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა, ამასთანავე სიცრუეც გახლავთ. ისევე, როგორც საკუთარ თავს ატყუებს ადამიანი, რომელიც ფიქრობს: “აი ეხლა რთული დამოკიდებულება მაქვს ნათესავებთან, მე კი მოვიქცევი მათ წინაშე „თავმდაბლად“-არ ვუპასუხებ მათ, არამედ ვიტყვი „უფალო შემიწყალე“. და ასეც იქცევა, ურთიერთობები კი გამოუვალ ჩიხში ექცევა. როცაგადაჭრით უნდა ეთქვა „არა“, მან თქვა „ღმერთი მოწყალეა,“ მაგრამ შინაგანად არავითარი თავმდაბლობა არ გააჩნია და ფორმალურად იქცევა, პირმოთნეობს, რის გამოც ადამიანებთან ურთიერთობა უფუჭდება. უმჯობესია, როგორიც ხარ, ისე მოიქცე. დღეს ასეთი ხარ და აქედან გამომდინარე როგორიც ახლა ხარ, იმის შესაბამისად მოიქეცი, იმის შესაბამისად ილოცე, იმის შესაბამისად მოინანიე დაითხოვე უფლისაგან შემწეობა. ნუ ითამაშებ. თუ თავმდაბლობა არ გაგაჩნია, ნუ ითამაშებ გამოგონილი თავმდაბლობით, წინაამღდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა აკეთო, სიცრუე იქნება.

რაც შეეხება ცხოვრების გზის არჩევას,იქნება ეს მონაზვნური თუ ოჯახური გზის არჩევა, რამდენად განმსაზღვრელია ამ დროს მოძღვრის აზრი?

ასეთ დროს მოძღვრის აზრი მეორე ხარისხოვანია. ხსენებული არჩევანი ყოველთვის შინაგანი სურვილია, გნებავთ, მოწოდება. მოწოდება კი ყოველთვის უფლის განმოდის და პირდაპირ ადამიანის გულისკენაა მიმართული.

როგორ ვლინდება ეს ყოველივე?

ვლინდება მწვავე შინაგანი სურვილით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მოხვდარა რომელიმე მონასტერში, იმდენად კარგად იგრძნო იქ თავი, რომ უკან დაბრუნება აღარ სურს, და თუ მაინც დაბრუნდა, მოსვენება დაკარგული აქვს, ამ ქვეყნად საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს, შეიძლება ითქვას სანამ მონასტერში არ მიბრუნდება, აღარც კი ცხოვრობს. ასე იხსნება ადამიანში ხსენებული სწრაფვა და ასევე ხდება ოჯახურ ცხოვრებაშიც. განმსაზღვრელია უფლის მოწოდება და არა მოძღვრის გადაწყვეტილება. მოძღვარმა შეიძლება გირჩიოს, შეგახსენოს რაიმე. მაგალითად, გამოცდილმა მოძღვარმა შეიძლება გაუხსნას სასძლოს ისეთი რამ, რასაც იგი ადრე ვერ ამჩნევდა თავის რჩეულში, მისი ყურადღება მიაპყროს საქმროსხასიათის თავისებურებებს. ეს შეიძლება, დაეხმაროს ქალს საბოლოოგადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ მაინც ასეთ შემთხვევებშიც ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას.

ეკლესიურ გზაზე ახლად შემდგარ ადამიანებს უჭირთ ხოლმე ლოცვების წესის დაცვა, მოსაწყენად და მოუხერხებლადაც ეჩვენებათ. რას ურჩევდით ასეთებს?

ვგონებ, ეს ყოველივე შეიძლება მოსაწყენი ათიოდე წლის შემდეგ გახდეს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება ჟამი, როდესაც განსაზღვრული ლოცვები თავის თავს სრულად ამოწურავენ და მათ მექანიკურად კითხულობენ. ასეთ დროს წესები უნდა შეიცვალოს. წესები იმისათვის არსებობს, რომ ერთგვარი „ხელჯოხის“ მსგავსად მათზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი შესანიშნავად მსჯელობს ზემოთქმულზე და ლოცვის წესისადმი მთელი თავი აქვს მიძღვნილი. წმინდა მამა განმარტავს, რომ წესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის სულიერ ცხოვრებას და თუ ეს წესი დაბრკოლებად იქცევა, იგი უნდა შეიცვალოს; და რაც მაცხოვარმა თქვა შაბათზე, იგივე ითქმის წესზეც: წესი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი წესისთვის. სწორედ ეს გახლავთ მთავარი: შენ ფლობ წესსდა არა-პირიქით. სულიერი ძალები ყველას ერთნაირი როდი აქვს: მავანმა შეიძლებაიკითხოს წესი, მავანმა-კანონები, მავანმა-დავითნი, რაც თავისთავად, შესანიშნავი საკითხავი გახლავთ და მისი ამოწურვა შეუძლებელია. ფსალმუნნი თავისი, განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი კითხვისას ადამიანს უკეთ ესმის ღვთისმსახურება, დავითნი მისი დასაყრდენი ხდება. არსებობს იესოს ლოცვა, რომელიც მხოლოდ ბერ-მონაზვნებისათვის კი არა, სრულიად უბრალო ხალხისთვისაც არის განკუთვნილი. ხალხს კი ზოგჯერ ეშინია იესოს ლოცვის წარმოთქმა კურთხევის გარეშე. რატომ ეშინიათ? ამ ლოცვაში ხომ საკმაოდ უბრალო სიტყვებია: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!“ ამლოცვას სრულიად შეუძლია ნებისმიერი წესის შეცვლა, არც ყურადღების მოკრება ჭირს და მისი მეშვეობით საკუთარი თავისთვისაც შეგვიძლია ვილოცოთ და მოყვასისთვისაც. ადამიანს ბევრნაირად შეუძლია ილოცოს, მათ შორის თავის სიტყვებითაც, თუკი, რაღა თქმა უნდა, ამისი ნიჭი აქვს მომადლებული.