qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
13

დისპუტი მუცელში

 

  (იგავი)

 

 

ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ყრმა საუბრობს.ერთი-მოწრმუნე, მეორე-არა.

ურწმუნო ყრმა: გრწამს მშობიარობის შემდგომი ცხოვრების?
მორწმუნრე ყრმა: რა თქმა უნდა. ყველამ იცის, რომ შობის შემდგომი სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოვღონიერდეთ და მისთვის მოვემზადოთ, და იმისთვისაც, რაც ჩვენ მომავალში გველის.
ურწმუნო ყრმა: რა სისულელეა! შობის შემდგომი არავითარი ცხოვრება არ არსებობს! შეგიძლია წარმოიდგინო როგორი შეიძლება იყო ეს ცხოვრება?მორწმუნე ყრმა: მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მრწამს, რომ იქ მეტი სინათლეა და ჩვენ შეიძლება სიარულიც შევძლოთ და საკუთარი პირით ჭამაც.

ურწმუნო ყრმა: ბოდვაა! როგორ შეიძლება, რომ იარო და თან საკუთარი პირით ჭამო! ძალიან სასაცილოა! ჩვენ ხონ ჭიპლარი გვაქვს, რომელიც გვკვებავს. არ შეიძლება, რომ შობის შემდგომი ცხოვრება არსებობდეს, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლე ჭიპლარია-და თან ძალიან მოკლე.

მორწმუნე ყრმა: მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. უბრალოდ ყველაფერი ცოტა სხვანაირი იქნება. მე ამის წარმოდგენა შემიძლია.

ურწმუნო ყრმა: კი მაგრამ, იქიდან ხომ ჯერ არავინ დაბრუნებულა! სიცოცხლე უბრალოდ მთავრდება მშობიარობით. და საერთოდ, ცხოვრება-ეს ერთი დიდი სატანჯველია სიბნელეში.

მორწმუნე ყრმა: არა, არა! მე დანამდვილებით ვერ გეტყვი, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მშობიარობის მერე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ დედას, რომელიც იზრუნებს ჩვენზე.

ურწმუნო ყრმა: დედას? შენ გჯერა დედის? და სად არის ის?

მორწმუნე ყრმა: დედა ყველგანაა, ჩვენ მასში ვართ და მისი დამსახურებაა, რომ ვმოძრაობთ და ვცოცხლობთ, რომ არა ის, ჩვენ ვერ შევძლებდით არსებობას.

ურწმუნო ყრმა: სრული სისულელეა! არანაირი დედა მე არ მინახავს, ე.ი. იგი უბრალოდ არ არსებობს.

მორწმუნე ყრმა: ვერ დაგეთანხმები. ხანდახან, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება, შეიძლება გაიგონო როგორ მღერის და ჩვენ სამყაროს ეფერება. მე ღრმად მწამს, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ შობის შემდეგ იწყება.