qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
20

 

ფრთხილად: ნეოფიტი!

 

 გიორგი დუბლინსკი

 

 

იაპონური ანდაზა ამბობს: “როცა ოჯახში ბავშვი იბადება, მთელი ოჯახი ლაპარაკს სწავლობს. თუ ამ აღმოსავლური სიბრძნის პერეფრაზირებას გავაკეთებთ,  სამწუხაროდ უნდა ავღნიშნოთ: “როცა ოჯახში ქრისტიანი ჩნდება, მისი ოჯახის წევრები მოწამეები ხდებიან“. თუ ამ სტრიქონებს რომელიმე ასეთი ოჯახის წევრი წაიკითხავს, ვფიქრობ დამეთანხმება. ხოლო თუ მსგავსი ქრისტიანი, მე არც მეტი, არც ნაკლები ცილისმწამებლის ტიტულს დავიმსახურებ. არ ვუთანაგრძნობ პირველს წამებულებს ის არ სჭირდებათ და არც მეორესთან ვაპირებ თავის მართლებას (უსარგებლო საქმეა და თანაც საშიში). უბრალოდ მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ,  რომელიც ჩემი“ ქრისტიანობის“ დროს დამიგროვდა. მათთვის, ვისაც გაუკვირდა, რომ სიტყვა ქრისტიანი ბრჭყალებში ჩავსვი გეტყვით, რომ ეს სიტყვა წმინდანებს ეკუთვნით და ამის გამო სიმდაბლის მქადაგებლის როლს ნუ მომარგებთ.

პირველ რიგში ტერმინებზე. ყველა ის სულიერი სისუსტეები, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ, შეიძლება მოვიხსენიოთ ერთი სიტყვით-ნეოფიტობა.იქნებ არა სწორია გააერთიანო სისუსტეები, რომლებსაც სხვადასხვა წარმომავლობა და მიმდინარეობა აქვთ.თუმცა ჩემი სტატია მეცნიერული ტრაქტატი კი არა, ცოცხალი ორგანიზმის რეაქცია გახლავთ ტკივილზე.

ეკლესიაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნეოფიტი ის ადამიანია, რომელსაც ეკლესიის წიაღში ყოფნის 10 წელი არ შესრულებია. მაგრამ საქმე მხოლოდ დროში როდია, ადამიანი ნეოფიტად შეიძლება მთელი სიცოცხლე დარჩეს. ეს პერიოდი შეიძლება შეიკვეცოს, მაგრამ შესაძლებელია კი მისი თავიდან აცილება? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემმა ნაცნობებმა გავიარეთ
ეს გზა, გზა რომელიც ამაღლებულად და მშვენივრად გეჩვენება. მშვენივრად იმიტომ, რომ ახლად მონათლულ, გაეკლესიურებულ ადამიანს, უფალი მაკარი დიდის სიტყვებით სული წმინდის მეშვეობით საწინდარს აძლევს. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი სულიერი ჩვილობის დროს გარს გვახვევია, აღიზიანებს ჩვენი მაღალფარდოვანი დარიგებები, ფარისევლური ლოცვა და ცდუნება
მართლმადიდებლობით არ შეიძლება უწოდო ნორმალური ადამიანს, რომელიც აცხადებს: „სტარცებმა
ილოცეს, რომ ტელევიზია აღარ არსებობდეს, იმიტომ, რომ ის სულს რყვნის და აი, ოსტანკინოს ანძაც აალდა!“ ხოლო ის, რომ ამ ხანძარში სამი ადამიანი ცოცხლად დაიწვა, ალბათ ამ „კეთილი“ ლოცვის შედეგია. ან მაგ. ასეთი პასაჟი: ქალი-რომელსაც სახარება ალბათ ბოლომდე არც წაუკითხავს და რომელმაც „სათნომოყვარეობა“ დაიზეპირა, ტოვებს მცირეწლოვან შვილებს, ქმარს, ყველა „ამქვეყნიურ უწმინდურებას“ და თავის გადასარჩენად (ხშირად მამაოს კურთხევით) რომელიმე მონასტერში მიდის. საკმარისია სულ ახალი ისტორია გავიხსენოდ, რომელიც ყბადაღებული შტრიხ-კოდების ირგლივ ატყდა, ამ საკითხზე წმინდა სინოდის დადგენილება გამოქვყნდა, მაგრამ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენი მარლთმადიდებლებისთვის კანონი არაა. გააქტიურდა მითქმა-მოთქმა (რომელიც არც შეწვეტილა) იმაზე, რომ ჩვენი ეპისკოპოსები ცნობილი ეკუმენისტები და ერეტიკოსები არიან და მათ არ უნდა მოუსმინო. მონასტრებში და ერში ამ
განწყობილებას ყველანაირად ხელს უწყობენ და ავრცელებენ ე.წ. სტარცები.
სრულიად რუსეთის მართმადიდებლებისათვის ცნობილი არქიმანდრიტი-იოანე კრესტიანკი, რომელსაც დანამდვილებით შეიძლება უწოდო ჭეშმარიტი ხუცესი, წერდა: „ ამჟამად ეს დოკუმენტები ამ სახით და ამგვარად მოწოდებული, ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დაიმახსოვრე და შეიგნე ღვთის ნება: არა პასპორტი, არა პენსიონერის მოწმობა, არა საგადასახადო ბარათი, არამედ გული! ყველანაირი
უხერხულობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა იმიტომ შემოდის ჩვენში, რომ ცოცხალი რწმენა არ გვაქვს, ღმერთს არ ვენდობით.“ ისეთი ადამიანი , როგორიც მამა იოანე იყო, ნეოფიტებისთვის არაფერს არ წარმოადგენს.
საერთოდ ნეოფიტობა იმდენი ხნისაა, რამდენისაც ეკლესია. შეიძლება ითქვას, რომ ნეოფიტობა ძველია, როგორც სამყარო. ისტორიამ ბევრი ფაქტი შემოინახა იმისა, თუ როგორ ვნებდნენ თავსაც და სხვებსაც უზომოდ აღტაცებული ქრისტიანები. მოვიყვან ყველაზე ცნობილ მაგალითს. ერთ ხუცესს ჰყავდა მოწაფე, რომელსაც მოწამეობა სურდა. ტყულიად არიგებდა მას ხუცესი: „მოწამეობის დრო წავიდა. უფალი შენ სხვა
საგმირო საქმეებისკენ გიხმობს. მხოლოდ მისი მოსმენა ისწავლე.“ მაგრამ მოწაფეს არაფრის გაგონება არ სურდა, მაკურთხე მოწამეობაზე და მორჩა! გამოსტყუა რა,  ხუცესს კურთხევა, უდაბნოში წავიდა, იქ სარიცინებს გადაეყარა, წამებას ვერ გაუძლო და ქრისტე უარჰყო. თავისთავად აღტაცებულობა ცუდი არ არის, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში ის საშიშია. საოცარია! თითქოს და აღტაცებულობა ადამიანის სულიერ
სირბილეს უნდა ნიშნავდეს. ჩემი აზრით, აღტაცებული ადამიანი-პატრა ბავშვია.  სამყარო მისთვის საოცარი და სასურველია, როგორც საჩუქარი.მაგრამ ნეოფიტის სული მაგარია, როგორც გრანიტი და ყრუ, როგორც კუბო.
ინგლისელმა მწერალმა ჩესტერტონმა ერთხელ ვიღაცაზე თქვა: „ის ჯანმრთელი იყო სულით, რადგან იცოდა, რა არის მწუხარება.“ ნეოფიტის სული დაავადებულია, რადგან მან არ იცის, რა არის მწუხარება, მისთვის უცხოა შეწყალება და შეცოდება. იგივე ჩესტერტონი სხვაგან წერდა: „ჯანრმთელი სულის გამოცნობა ძნელი არაა, ასეთი ადამიანის გულში ტრაგედიაა, ხოლო გონებაში კომედია“ ნეოფიტს არა მხოლოდ ტრაგედია არა აქვს გულში, მას გული საერთოდ არ გააჩნია. ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მას განსხვავებული წესები აქვს, ნებისმიერ ადამიანურ ტკივილზე-გამოწერილი ჭეშმარიტებები. მაგრამ მისი ჭეშმარიტება კლავს და არ
აცოცხლებს, ამონებს და თავისუფლებას ართმევს. ნეოფიტი მხნე და ოპტიმისტია, მართალია ოპტიმიზმი მას სხვების ხარჯზე აქვს. ეს კაციჭამიას ოპტიმიზმია. მან კანონებისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების მაღალი კოშკი აიშენა და იქედან დასცქერის მოფუთფუთე მატლებს.
ტყულიად ადრიან ნეოფიტებს ფარისევლებს. მართალი გითხრათ, ეს ფარისევლებს არ დაუმსახურებიათ. თუ წმ. იოანე ოქროპირს დავუჯერებთ, მათ მონანიებაც შეუძლიათ, სწორეთ ამით ხსნის იგი ფარისევლების მისვლას იოანე ნათლისმცემელთან. როდესაც ქრისტეს მრუში ქალი მიჰგვარეს, მას ფარისევლების ბრბო ეხვია, მახსოვს არც ერთი ქვა არ გასროლილა ქალის მისამართით. აი, ქრისტესთან ნეოფიტები რომ მისულიყვნენ, ამ მრუშ ქალს ქვების წვიმა დაატყდებოდა თავზე. ფარისევლებმა იცოდნენ თავისი ცოდვები და მხსნელის სიტყვებმა ისინი შეარცხვინა. ნეოფიტებს ცოდვები არ გააჩნიათ. არ ვიცი, რას მბობენ ისინი აღსარებაზე, საათობით რომ ინანიებენ. მათ ბაგეებს არ სცილდება სიტყვები: შემინდეთ მე ცოდვილს, „ცოდვებით აღსავსეს“. მაგრამ თუ ისინი იგებენ, რომ მათი ახლობელი სჩადის ისეთ რამეს, რაც მათ ღვთისმოსაობას არ ესადაგება, ისინი იმავე მევალეს ემსგავსებიან, რომელიც თავისი 100 დინარის გამო მზად იყო დაეხრჩო. „როგორ, შენ სახლში ძაღლი გყავს? ეს ხომ ბინძური ცხოველია! შენ არ გაქვს უფლება ეზიარო!“ იცოდეს ერთი უწმინდესმა პატრიარქმა, რომელსაც სახლში ერთი კი არა, ორი უჯიშო ძაღლი ჰყავს, რომ მისთვის ზიარება არ შეიძლება! „შენ სულ ავადმყოფობ, ალბათ ბევრი ცოდვა გაქვს, უნდა მოინანიო!“ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ იობის წიგნი არ წაუკითხავთ და არც იობის მეგობრებზე სმენიათ რამე. მაგრამ რუს მართლმადიდებელ წმინდანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება ავადმყოფობდნენ და ხანდახან სისუსტისაგან ხელის განძრევაც არ შეეძლოთ-უნდა იცოდნენ! მათი ლოგიკით ამბროსი ოპტინელი და ეგნატე ბრიანჩანინოვი ყველაზე გამოუსწორებელი ცოდვილები იყვნენ. იოანე ოქროპირს პირველ საუბარში, თუ რატომ ავადმყოფობენ ქრისტიანები 8 (!) სხვადასხვა მიზეზი მოჰყავს. არ იქნებოდა მათთვის ურიგო ამ ნაშრომის გაცნობა.
რა მყარი მეგობრობაც არ უნდა გაკავშირებდეთ ნეოფიტთან თუ მას საერთოდ შეუძლია მეგობრობა, იმ წუთას ინგრევა, როცა ის თქვენზე რაღაცას იგებს. ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მოღებული კაბის ჩაცმიდან დაწყებული, ტელევიზორის ყურებით დამთავრებული. მორჩა, თქვენს მეგობრობას ვეღარაფერი
გადაარჩენს. შეუძლია რაიმე ცოდვას ნეოფიტი სინანულამდე მიიყვანოს? ამ ადამიანებთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება მაჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა ისინი საშინელ ცოდვას სჩადიან, როგორიც არის მრუშობა; მსგავსი ტიპის ადამიანები ახერხებენ სხვისი განკითხვის და იესოს უწყვეტი ლოცვის უფლება
დაიტოვონ. ასეთი ადამიანი მხნე და მხიარულია. თავისი ქრისტიანობის პირველსავე დღეებში ის ითვისებს ღვთისმოსავურ გამოთქმებს: როგორიცაა „ანგელოზი ტრაპეზთან!“ ან „უფალო შეგვიწყალენ“. მახსოვს სუფრასთან ერთმა გოგონამ  მეზობელს სთხოვა: „აკურთხეთ ჩაიდანი!“ მრავალი წლის შემდეგ მე გავიგონე
ფრაზა, რომელიც კარგი პასუხი იქნებოდა მის თხოვნაზე: „იკურთხება და ილოცებ ჩაიდანი!“
ნეოფიტი თავისთავზეა შეყვარებული. ის ეთაყვანება თავის უბიწოებას. ყველაფერთან ერთად ის-წინასწარმეტყველია. დიახ, დიახ მან იცის ღმერთის ნება !
ეს წმინდანები იმორჩილებდნენ ხორცს, რათა სული გაეღვიძებინათ, იმდაბლებდნენ ნებას, რათა ღვთის ნება შეეცნოთ. ნეოფიტისთვის ყველაფერი გაცილებით იოლია,  ღვთის ნება არის ის-რასაც ის აკეთებს. ის არასდროს გეტყვის: მაპატიე, მე შენ დაგაზარალე. არა- ეს უფლის ნება იყო, რომ ჩამეძინა და საქმიან შეხვედრაზე დამაგვიანდა, ამიტომ ვერაფრთ დაგეხმრები. ადამიანი, რომელსაც იგი ამ შემთხვევაში გასაჭირში ტოვებს, ფიქრობს, რომ ის ღმერთმა მიატოვა. დიდი რწმენის ქონაა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, შენ ღმერთმა კი არა გულგრილმა ნეოფიტმა დაგტოვა. ნეოფიტისთვის ყველა სხვა (თუ ის მამაო არ არის)-დაბალი დონის არსებები არიან. თან თუ ის სხვა ქრისტიანიც კი არ არის, მაშინ ის ჭუჭყია. მაგონდება
იგავი სადაც მაკარი დიდი უდაბნოში მიდიოდა. მოწაფემ მაკარის გაუსწრო და გზად იქაურ კერპთაყვანისმცემელ ქურუმს გადაეყარა, რომელსაც მხრებით ფიჩხი მოჰქონდა. მოწაფეს გონება წესრიგში ჰქონდა და ამიტომ შესაბამისად მიმართა ქურუმს: „საით გაგიწევია ეშმაკო? რისთვისაც კარგად გაილახა. როდესაც წამოწეული მაკარი ზრდილობიანად მიესალმა ქურუმს, მან გაკვირვებით ჰკითხა: „შენც ხომ
ქრისტიანი ხარ და რატომ მესალმები? შენამდე აქ ერთმა ქრისტიანმა ჩაიარა, მან ლანძღვა დამიწყო და მე ვსცემე. „მე ვხედავ, შენ კარგი ადამიანი ხარ და კარგადაც შრომობ, მაგრამ არ იცი რისთვის,“ უპასუხა მაკარი დიდმა. ამ სიტყვების შემდეგ ქურუმმა ქრისტიანობა მიიღო. სამწუხაროდ ცხოვრებაში ჩვენ უფრო ხშირად
მოწაფეები გვხვდებიან და არა მაკარები. როდესაც ადამიანი კარგად აკეთებს, ის შეიძლება გაამპარტავნდეს. მაშინაც კი, როცა ადამიანმა ბევრი იცის, განდიდებისგან ყოველთვის თავისუფალი როდია. საოცარია, მაგრამ ნეოფიტი გაგანცვიფრებს თავისი გაუნათლებლობით. რა საჭიროა რამის ცოდნა-მამაოები გვეტყვიან ყველაფერს. „ჩვენ,  ჩვენი მამაოს გარეშე ბრმა კნუტებივით ვართ“, ამბობს ნეოფიტი და ამით კმაყოფილია. როგორც მოგახსენეთ ნეოფიტს მორჩილის თამაში უყვარს. საეკლესიო მაღაზიები სავსეა მონასტრული მორჩილების წიგნებით. თავისი სწრაფი წარმატებებით ფრთაშესხმულ ქრისტიანს ეკლესიურ ცხოვრებაში აღმაფრენა სურს.  გაეცობა რა ისეთ ლიტერატურას, რომლის წაკითხვის უფლებასაც წარსულში ხუცესი
მოძღვარი ყველა ბერს არ აძლევდა, მოღვაწე საკუთარი ათონის შენებას იწყებს.
ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, მაშინდელი იღუმენი მამა N-ი მიყვებოდა, თუ როგორ შეამჩნია, რომ ახალგაზრდა მორჩილებს “სათნომოყვარეობის“ კითხვით თავგზა აებნათ. მაშინ წინამძღვარმა მათ სხვა რაღაცის წაკითხვა ურჩია. იმ დღეს იღუმენს მისმა ნაცნობმა მხატვარ-პოლიგრფისტმა ქალბატონმა თავისი ბოლო ნამუშევარი, „ვინი-პუჰის“ ილუსტრაციები აჩუქა. სადამდე წავიკითხოთ? იკითხეს  მორჩილებმა, რადგამ მათ ეს ხუმრობა ეგონათ. სპილოპოტამის დაჭერამდე საკმარისი იქნება, უპასუხა იღუმენმა. ამ საშუალებამ გაამართლა და ახალგაზრდები დამშივდდნენ. ამ შემთხვევაში მორჩილებამ თავისი კეთილი საქმე გააკეთა, მაგრამ მოძღვრებში ყველას არ უმართლებს. სამწუხაროდ არც თეთრი წვერი, არც ეკლესიაში
ყოფნის ხანგრძლივობა სულიერი უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. მაგრამ ეს განსაკუთრებული და ცალკე თემაა. ეკლესიური სენი მძიმეა. ამ სენით დაავადებული ადამიანები ბევრ ტკივილს აყენებენ ახლობლებს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებს. ეკლესიისგან შორს მდგარ ადამიანებს კი, ისინი მისკენ მიმავალ გზას ურთულებენ. რელიგიური ცხოვრებით ნამდვილად დაინტერესებული ადამიანი ესეთი ფარისევლის გაცნობისას ეკლესიაზე არასწორ დასკვნას გააკეთებს. რა თქმა უნდა ამ ადამიანს შეიძლება აუხსნა (რასაც არაჩვეულებრივად აკეთებს დიაკვანი ანდრეი კურაევი), რომ არ შეიძლება პოპური შლაგერით მუსიკაზე იმსჯელო, ფერწერაზე-კომიქსით და რომ ქრისტიანობაზე ჩვენ წმინდანებით უნდა ვიმსჯელოთ
და არა პირველი შემხვედრი მრევლით. მას ასევე უნდა ავუხსნათ, რომ ლამაზად ეკლესიის ისტორია მხოლოდ ცუდ წიგნებში არის აღწერილი და რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით რთულია, ან პირიქით- იოლია. სამწუხაროდ ხდება აღტაცებულ ქრისტიან-პიონერებთან ისეთი შეხვედრებიც, რომლისგან მიღებული ჭრილობები დიდხანს აღარ ხორცდება. ერთი ნაცნობი მხატვარი მიყვებოდა, რომ 12 წლის ასაკში ის თავის სახლთან ახლოს ეკლესიას ხატავდა. ღვთისმოშიშმა ბებიებმა მას ეტიუდი დაუმტვრიეს და ეკლესიის ეზოდან კინწისკვრით გამოაგდეს. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაბედა ეკლესიაში შესვლა, იმდენად დიდი იყო მისი შიში და მადლობა ღმერთს ამ შიშმა გაიარა. რამდენი ადამიანი, რომელიც
მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ გულქვაობას (ხანდახან აშკარა თავხედობას!) შეეხო, ბაპტისტებთან, იეღოველებთან და სხვა სექტებთან წავიდა ან გააკეთა დასკვნა, რომ ქრისტიანობა და საერთოდ ყველა რელიგია-სიბნელეა. მე არ მინდა, რომ მკითხველს ჩემი სტატიის გამო მსგავსი გრძნობა გაუჩნდეს. ვიმეორებ,  ეკლესიური ავადმყოფობები მძიმეა, მაგრამ ისინი უნდა მოიხადო.
მე ვიცი ქალაქი სადაც იქაური სულიერი წინამძღვრის ძალისხმევით საკმაოდ ჯანსაღი სულიერი კლიმატია. ადამიანს ნეოფიტური სენი ადვილად გადააქვს და მალე რჩება. მაგრამ კარგია ეს, თუ ცუდი? არა მგონია, რომ კარგი იყოს. ქრისტიანი ძალიან ჰგავს ანტარქტიდის პინგვინს, რომელსაც იმუნიტეტი არა აქვს. იმიტომ, რომ
ანტარქტიდაზე ვირუსები არ არის. რა დაემართება ასეთ ადამიანს, როცა ის ნეოფიტს შეხვდება? სათბურში გაზრდილი ქრისტიანი ყინვა გამძლე არაა. აუცილებელია გაიარო ნეოფიტობა, მაგრამ არ უნდა ჩარჩე იქ.
ჩესტერტონი გვაძლევს მორწმუნის არაჩვეულებრივ, პირადპირ წმინდა მამურ განსაზღვრებას: მორწმუნე მკაცრია თავის თავთან და შემწყნარებელი სხვებთან. სულიერი ჩვილობის პერიოდში ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ ამას და ამიტომაც ნეოფიტობა გვერდიდან მომხიბლველად არ გვეჩვენება. მაგრამ ჩვენ ყველამ ეს სახადი უნდა მოვიხადოთ და ამას ვერსად ვერ გავექცევით.
წინა საუკუნეებში ამ მხრივ გაცილებით იოლი იყო. საეკლესიო გარდამოცემა ცოცხალი და ქმედითი, ადამიანს ზედმეტი რიგორიზმისგან იცავდა. უმეტესწილად აღფრთოვანება სექტანტობაში არ გადადიოდა ხოლო ღვთის მოსაობა ულმობლობაში.
სამწუხაროდ რევოლუციის შემდეგ საეკლესიო გარდამოცემის ჯაჭვი გაწყდა და სასწაულით შენარჩუნებული დამაკავშირებელი ძაფები კი, ნელა და ძნელად ღდგება. ბოლო წლებში ეკლესიაში მრევლი საგრძნობლად მომრავლდა. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია, დევნილი ეკლესია ჩვენს თვალწინ ნანგრევებიდან ღორძინდება,  მეორეს მხრივ-ის ძალიან გაზავდა. მასში შემავალ ყოველ ადამიანს იქ თავისი ვნებები, თავისი ცოდვები და ჯერ მადლით შეუცვლელი სამყაროს ხედვა შეაქვს.  როცა კომუნისტური დიქტატურით დასუსტებულ ეკლესიის სხეულს ამდენი ახალი წევრი ემატება, სიტუაცია სამედიცინო შემთხვევას მაგონებს. როცა ორგანიზმს იმუნიტეტი უქვეითდება, მასში ადვილად აღწევს ვირუსი. ეკლესია მტკივნეულად არის დასნეულებული ნეოფიტობით. დიდძალი რაოდენობით არანორმირებულად მართმადიდებლები, როგორც მათ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი იხსენიებდა, დაეპატრონენ ღვთის სახლს და იქ ისე იქცევიან, როგორც საკუთარში. არსებობს იმედი, რომ ეს ავადმყოფობა გაივლს: „ეკლესია კი თითქმის იმ მდგომარეობაშია,
რაშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, საქმე უარესობისკენ მიდის“. ეს სიტყვები წმ. ბასილი დიდს ეკუთვნის, ანუ ის 1500-ს წელზე მეტი ხნის წინ ითქვა. მართლაც სენია და სხეული კონვულსიებში იკრუნჩხება. მგრამ ქრისტე ჩვენს ცოდვებზე ძლიერია, იგი ჩვენ გაგვნკურნავს.