qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
25

როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი?

 იღუმენი პეტრე მენშერინოვი

 

 

ჩემი აზრით, ის შემდეგ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:1) მღვდელი ვალდებულია, რომ თითოეული მასთან მიმსვლელი მიიღოს ისე, როგორც მისი თანაბარი ღვთის წინაშე. ეს არც ფამილარობას ნიშნავს და არც მის მიერ უდიერ დამოკიდებულებას მღვდლისადმი, არამედ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ არ შეიძლება მოძღვრის დამოკიდებულება მასთან მიმსვლელის მიმართ იყოს ,,ზემოდან ქვემოთ“2) მოძღვარი ამ შემთხვევაში მხოლოდ, კონკრეტულ პიროვნებას უნდა ესაუბრებოდეს და აძლევდეს რჩევას, პირველ რიგში მისი პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებიდან (ანუ რა რჩევას აძლევს და რამდენად შეესაბამება ეს რჩევა მართლმადიდებლურ მოძღვრებას) და ამ პიროვნების გარეგანი და შინაგან-სულიერი მდგომარეობის მიხედვით, და არა ისე, თუ როგორ ხედავს ამას მოძღვარი მისი სუბიექტურ-აბსტრაქტული ხედვით ქრისტიანობაზე და ადამიანებზე.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიყვარულით და პატივისცემით პიროვნებისადმი და საკუთარ თავზე ნაკლები წარმოდგენით, რომ მე მოძღვარი ვარ, მასზე აღმატებული და მნიშვნელოვანი, მაქვს მასზე უფლება, უაპელაციოდ და კატეგორიულად ვასწავლო და მოვითხოვო მისგან რაიმეს შესრულება და ა.შ.

თუ თქვენ ესეთი ბედნიერება გერგოთ, და ასეთი მოძღვარი შეგვხვდათ, მაშინ დახუჭეთ თვალი მის სხვა უძლურებებზე, თუნდაც მას თავის კერძო თვითმფრინავი და დიდი ვილა ჰქონდეს (არა მგონია ასეთ მოძღვარს ეს ყოველივე გააჩნდეს)..

როგორ მივხვდეთ ამას? ჰკითხეთ თქვენ მოძღვარს, შეიძლება თუ არა ბრწყინვალე შვიდეულში ზიარება მარხვის გარეშე? და თუ ხშირად ეზიარებით, შეიძლება თუ არა შეამციროთ სამდღიანი მარხვა ზიარების წინ? თუ ის გიპასუხებთ ,,არა“ მაშინ დაუსვით შემდეგი კითხვა: თქვენ მამაო, ყოველი ზიარების წინ მარხულობთ სამი დღე? ან მარხულობთ ბრწყინვალე შვიდეულში? და თუ არა, მაშ რატომ ითხოვთ ამას ჩვენგან? ამგვარად მოიქეცი და დაელოდე მის პასუხს…..

იღუმენი პეტრე მენშერინოვი.