qar
eng
rus
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა
Views:
30

წმ. ნიკოლოზ იაპონელი პროტესტანტიზმზე

 

წმ. ნიკოლოზ იაპონელს საეპისკოპოსო კათეხიზატორი- სახელად ოოკრა ესტუმრა. -რაზე გსურთ საუბარი? -მე იაპონიაში ქრისტიანობის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განშტოებების და სექტების არსებობა მაშფოთებს. -მადლობა ღმერთს ჩვენთან ეს არ ხდება. თქვენთვის პროტესტანტებისთვის კი სექტები ბუნებრივი მდგომარეობაა და გასაკვირიც იქნებოდა, რომ ისინი არ არსებოდნენ. თქვენ ღვთის სიტყვას თქვენებურად აღიქვამთ, სხვა თავისუბურად, მესამე და მეოთხეც თავისებურად და ა.შ. თითოული თქვენთაგანი უფლის სიტყვაში ღმერთს კი არ ჭვრეტს, არამედ საკუთარ აზრს და მასვე ეჭიდება… ვინაიდან ისმისთვის უფრო მისაღებია…  ამიტომაც მიიღეთ ამდენი სექტა. ჩვენთან ასე არ არის. წმ. წერილის გარდა ჩვენ წმ. გარდამოცემაც გვაქვს, ანუ ეკლესიის ცოცხალი სიტყვა, მოციქულების დროიდან მოყოლებული ვიდრე აღსასრულამდე… თუ ჩვენთვის წმ. წერილში რაიმე გაუგებარია ეკლესიას ვეკითხებით, ანუ როგორ ესმით ესმოციქულებს მათ მოწაფეებს, მოწაფეების მოწაფეებს და ა.შ. ეს ჩვენ შეცდომებისგან გვიცავს, უფლის სიტყვით “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. თქვენ კი პირიქით-გაურკვევლობის, ციების და ყოყმანის ბორკილებით ხართ შებოჭილნი. მე მას (ოოკურას) განვუმარტე ჩვენი და მათი განსწვავება იმ ადგილების აღთქმაში, რასაც შვიდი საიდუმლო ეფუძნება. მიუთითე, რომ მათი მღვდლობა არაკანონიერია… და ამიტომაც არ გააჩნიათ ევქარისტიის საიდუმლოებანი. მის მეორე კითხვას-ვფიქრობ თუ არა, რომ პროტესტანტიზმში გადარჩენა შესაძლებელია, ვუპასუხე: „ვინ წარ შენ,სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას “, ამიტომ უფალს მივანდობ პროტესტანტების, კათოლიკეების და ა.შ. გადარჩენის გადაწყვეტილებას, მე კი ვერც გავბედავ შევეწო ამ საკითხს. ერთი კი ნამდვილად შემიცლია გითხრათ, პროტესტანტიზმი დიდი საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ზეცისკენ მიმავალ სწორ და მართალ გზაზე ვდგავართ, პროტესტანტი კი მისკენ ჯურღმულებით და შემოვლითი გზებით მიიწევს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ დაიბნეს საკუთარ თუ სწვის შეთხზულ-მონაგონში.