Warning: A non-numeric value encountered in /www/doc/www.teodore.ge/www/wp_dir/wp-content/plugins/a-my-custom-plugin/library/php/my_functions_PHP.php on line 1081
ბიოგრაფია(( დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები - ოფიციალური ვებ-გვერდი ))
qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს. სკოლა დაამთავრა 1978 წელს. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.
1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი). 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
მღვდლად ეკურთხა 1998 წელს. 2003 წლიდან იგი თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარია.

2019 წლის 15 ივლისს მამა თეოდორეს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი სამეცნიერო ნაშრომისთვის თემაზე „საეკლესიო ვითარება და ეკლესიოლოგიური საკითხები „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით“.