qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

განკაცებული ღმერთის შემეცნება, მისდამი რწმენა, მასთან ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანობის არსს - სამწუხაროდ ჩვენ ამას გარკვეულწილად მივეჩვიეთ და იმდენად მივეჩვიეთ, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რა განსაკუთრებულ რეალობაში ვიმყოფებით ქრისტიანები განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ქრისტე არ შეუცვნიათ.

ჩვენ პოტენციაში ვატარებთ იმ დიდებულებას, რომელსაც პავლე მოციქული ასე გულმხურვალედ გადმოგვცემს. ვცხოვრობთ რა ყოველღიურობაში ამქვეყნიური ცხოვრებით და ამის პარალელურად ვცდილობთ რა, ვიყოთ ქრისტიანენი და ვიცხოვროთ, როგორც ქრისტეს ერთგულმა მეომრებმა, მოწაფეებმა, ძმებმა, დებმა, ზეციური მამის შვილებმა, მოქალაქეებმა, რომლებსაც განგვიცდია სისავსე, რომელსაც სხვადასხვა სიტყვებით გამოთქვამენ - სიტკბოება, სისავსე, არაამქვეყნიური სიხარული...

როცა ადამიანი ღმერთს განიცდის, როცა ადამიანის გულს ღმერთი ეხება - ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მდგომარეობაში გვამყოფებს და ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ ან არ გვქონდეს განცდა იმისა, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა მართლაც უკავშირდება ჩვენს ნეტარებასა და ბედნიერებას, რომლის გარეშეც ყოფნა არის ჯოჯოხეთის დასაწყისი.

როდესაც ადამიანს ამგვარი მდგომარეობა გამოუცდია და შემდეგ დაუკარგავს, ის საშინელ მდგომარეობაშია. როგორ ოხრავს, როგორ იტანჯება მისი სული... ამიტომ უნდა დავაფასოთ ის, რაც მოგვეცა, რადგან ქრისტეს შემეცნება არც ისე ადვილია სინამდვილეში.

რატომ მოგვეცა ჩვენ და არ მიეცა სხვას, ამის წინაპირობა მე მაგალითად არ ვიცი. ღმერთი რწმენას ყველას აძლევს, მაგრამ რატომ ხდება, რომ ერთი იღებს და ვერ იღებს მეორე, ერთი იგებს და ვერ იგებს მეორე, პირადად ჩემთვის ეს დაფარულია.
უამრავი რამ წამიკითხავს, უამრავ ადამიანთან მქონია საუბარი, მაგრამ ვერ მიპოვნია ის მექანიზმი, თუ რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანი ხვდება, რომ იესო ქრისტე ღმერთია და ზოგი - ვერა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

საღმრთო ლიტურღია,
საკვირაო ქადაგება.
17 ნოემბერი 2019

,,წმიდა იყავნ სახელი შენი“.
როგორც ესაია წინასწამეტყველი იხილავს ანგელოზთა დასს - წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ... - დაუდუმებლად ადიდებენ უფალს, ვერ იტევენ ღვთის საკვირველებას.

ღვთისადმი ცეცხლოვან სიყვარულში უნდა ვბაძავდეთ სერაფიმებს. ქრისტიანს სულის მდუღარება მოეთხოვება, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის.
სხვა ადგილას უფალი ამბობს, იყავითო ნათელი ამა სოფლისა და ისე უნდა ბრწყინავდესო ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, სხვები რომ დაინახავენ, მათაც გაუჩნდეთ სურვილი ღვთის დიდებისა.

თუ გულით აღიარებ უფალს, ვერ დაიტევ მის საკვირველებას თუკი სხვას არ გაუზიარე. ამას იქმოდნენ სწორედ მოციქულები.

,,აღგიარო, შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებანი შენი". ანუ მთელი არსებით, ყოვლითა გულითა უნდა ვაღიაროთ უფალი და ღვთის ყველა საკვირველება მოვუთხროთ ყველა ადამიანს - ეს არის მისიონერობის საფუძველთა საფუძველი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓რა მიდგომის შედეგია დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობა?

❓რა არის ერთადერთი სიმართლე, რომელიც არსებობს ქვეყანაშიც და ეკლესიაშიც? (ამონარიდი)

,,პური ჩვენი არსობისა“ - ,,მე ვარ პური ცხოველი, რომელი გარდამოვხედ ზეცით“. თან როგორ წერია, “პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს” - ანუ დღითი დღედ. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი მამებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი ყოველ დღე ზიარებისა.

პური ჩვენი არსობისა, მომეც მე დღითი დღე - არის ჩვენი საკვები, რომლის გარეშე ჩვენ სულს არ უნდა შეეძლოს არსებობა. ეს იმდენად განცდილი უნდა იყოს ჩვენ მიერ, გრძნობითადაც კი, რომ გარეგანი მხარეც კი უნდა გვენატრებოდეს ღმერთთან მიახლებისა და ზიარებისა იმიტომ, რომ ჩვენ არა მარტო თეორიულად გვწამს, როცა ვჭამთ და ვსვამთ ქრისტეს განღმრთობილ ხორცსა და სისხლს, რომ ამით თავად ქრისტე შემოდის ჩვენში და რომ ჩვენ ქრისტესნი ვხდებით და რომ ჩვენი ადამიანური ბუნების მეტამორფოზის პროცესი ყოველ ზიარებასთან ერთად ძლიერდება და ძლიერდება, არამედ ღმერთთან ჩვენი პიროვნული შეხვედრები, რომელიც ზიარებით ხდება, ყოველთვის უნიკალურია, განუმეორებელია და არასოდეს ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველი ზიარება ახალი გამოცდილებაა ღმერთთან ურთიერთობისა, შესაბამისად, ეს უნიკალური შეხვედრა, ფიზიკური განცდა ღმერთთან ერთობისა საოცარ სიხარულს ბადებს ჩემში, მონატრებას ბადებს.

ამ ყველაფრით უნდა წარვემატებოდე მე დღითი დღე „დიდებითი დიდებად“ სულიერ ცხოვრებაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ამ დროს კი გესმის წინაისტორიული გველის სისინი, რომ არა, არა, არ შეიძლება ხშირი ზიარება!

,,პური ჩვენი არსობისა“ არის მოწოდება ხშირი ზიარებისა, რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება ხშირად და როცა დავინახავთ ადამიანს, რომელსაც ხშირი ზიარების სურვილი არა აქვს, თუნდაც ჩვენი მრევლის წევრს, არ განვიკითხოთ, არამედ ღვთის წინაშე ვილოცოთ მისთვის, რომ სულიერი შიმშილი გაეღვიძოს ღმერთთან მყოფობისა და ურთიერთობისა, რადგან იგი შეიძლება ამას ვერც კი აცნობიერებდეს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

,,მამაო ჩვენო“ - როცა მე სამყაროს შემოქმედს მამას ვუწოდებ, ეს ჩემი მხრიდან შვილებრივ დამოკიდებულებას გულისხმობს, მამისადმი უანგარო სიყვარულს, ხოლო ღმერთის მხრიდან - აბსოლუტურ გულმოწყალებას, აბსოლუტურ მიმტევებლობას, როცა ადგილი აღარ რჩება ცოდვათა გახსენებისთვის, ადგილი აღარ რჩება ჩვენი ბრალეულობათა გახსენებისათვის.

მე რომ ღმერთს მამას ვუწოდებ, ეს არის პატივი, დიდება, ღირსება ქრისტიანისა იმიტომ, რომ მხოლოდ მე, ქრისტიანს, მაქვს ამის ღვთისაგან მონიჭებული უფლება.
მე რომ ღმერთს მამას ვუწოდებ, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთთან ჩემი ურთიერთობა არ არის იურიდიული ნორმებით გაწერილი, როგორც ყველა რელიგიაშია. ხოლო მე რომ შვილი ვარ აუცილებლად უნდა ვიაზრებდე, რა პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს ეს.

ანუ, თუ მე მაქვს კადნიერება, ღმერთს მამა ვუწოდო, მაშინ კეთილი უნდა ვინებო და გავიაზრო, რომ ღმერთი არა მარტო ჩემი, ყოველი ადამიანის მამაა („მამაო ჩვენო“) და შესაბამისად, ყოველი ადამიანის სიყვარული მმართებს. სხვაგვარად ლოცვის ის პირველი სიტყვა ,,მამაო“ იქნება ცარიელი და არაფრის მომცემი ჩემთვის.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

,,მამაო ჩვენოში“, როდესაც ვამბობ, ,,ცათა შინა“, ეს მაიძულებს კიდევ ერთხელ მიწას მოვწყდე. კიდევ ერთხელ მაიძულებს, აბრაამის და მისი ძეების მსგავსად, კარვებში რომ ცხოვრობდნენ, მეც ამ ცხოვრებას შევხედო, როგორც დროებით სამყოფელს და გავიაზრო კიდევ ერთხელ, რომ მე აქ მდგმური ვარ.
ვიფიქრო ჩემს გარდაცვალებაზე, რომელიც უბედნიერესი წამი უნდა გახდეს ჩემთვის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ქრისტეშემოსილი გავალ ამ ქვეყნიდან. აქვე გავიაზრო, რომ ჩემი მარადიული სამყოფელი არის ზეცაში და მე უნდა აღვზარდო ჩემი თავი ზეცის მოქალაქედ.

ამგვარი დამოკიდებულება ამ სამყაროსადმი მდგმურის პოზიციიდან, ღირსეულად გადამატანინებს იმ განსაცდელებს და უსამართლობას, რომელიც ამ სამყაროში ხდება. მათ შორის, სამწუხაროდ, ქრისტეს ეკლესიაში.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🔰 კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ლომინაძის კომენტარი კვიპროსის ქართული დიასპორისთან დეკანოზ თეოდორე გიგნაძის შეხვედრის შესახებ.

🔴 შემოქმედებითი მიდგომა.

❓რას ნიშნავს ეს და რატომაა ის სასიცოცხლოდ აუცილებელი სულიერ ცხოვრებაში?

იესოს ლოცვა მხოლოდ ცხონებას ეხება.
იგი დაცლილია ნებისმიერი ყოფითი სათხოვარისგან, მათ შორის ჯანმრთელობის სათხოვარისგან და მხოლოდ ღვთის დიდებასა და ღმერთთან ყოფნას მოიაზრებს. ამიტომ ემოციური ფაქტორი ნაკლებად არის ჩართული. ამიტომ სული უფრო მეტად იტვირთება - ლოცვისას მთელ ბრძოლას საკუთარ თავზე იღებს და მთელი მისი ენერგია, ანუ გონებისა და გულის ენერგია, მიმართულია პიროვნულად ძე ღმერთისკენ.

თუ გონებისა და გულის ენერგია იესოს ლოცვაში ძე ღმერთისკენ მიმართული არ იქნება, მაშინ ეს ლოცვა ლოცვა აღარ არის და რაღაც მანტრად იქცევა. აღმოსავლურ მანტრად, რომელიც არაფრის მომცემი არ იქნება. ჩვენ კი, როგორც ღვთის სიტყვის ამაოდ მომხსენებელნი, სასიკვდილო ცოდვაში აღმოვჩნდებით.

ამიტომ იესოს ლოცვა გაიძულებს, რომ ყოველ წარმოთქმულ იესო ქრისტეზე შენი მხრიდან ნაბიჯი იყოს გადადგმული, ნაბიჯი აუცილებლად იესო ქრისტეს პიროვნების მიმართულებით და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ნელ-ნელა მიეჩვევი, რომ ლოცვის დროს სიტყვები თქვა და არა უბრალოდ თქვა, არა უბრალოდ გონებით გაიაზრო, თუნდაც არა უბრალოდ გულით განიცადო, არამედ ამ გააზრებულს და და განცდილს ექნება მიმართულება ღმერთისკენ.
ამას გვასწავლის იესოს ლოცვა და ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშოთ იესოს ლოცვაში.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის ამ მძიმე დროს, მრავალი ღვთის მაძიებელი მორწმუნის სულში დიდი რყევები და ეჭვები ისადგურებს, სული მწუხარებს და პასუხგაუცემელი კითხვებია, მრავალი რამ არის დამაბრკოლებელი.

მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ადამიანური სისუსტეების მიუხედავად, არის ღმერთი და ჩვენი რწმენა არ არის დამოკიდებული არაფერ გარეგნულზე. არც ეკლესიაა ისეთი რამ, რაც წარმავალია, ადვილად მოწყვლადია ან მისი დამარცხება შეიძლება შიგნიდან თუ გარედან ჩვენი გარეგანი ძალის მოქმედებით, თუ ჩვენივე უკეთურობით იმიტომ, რომ ეკლესია თავად ქრისტემ დაარსა: ,,მე დავაარსებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

ეკლესიის ისტორიამ იცის განსაცვიფრებელი მაგალითები სულის გმირობისა, როცა თითქოს შემოეძარცვებოდა ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმს ადამიანური ნაწილი და რიცხობრივად თითქოსდა გათითოკაცებული რჩებოდა, მაგრამ იმ გათითოკაცებული ეკლესიიდან კვლავ ხდებოდა მისი აღორძინება. როგორც იუდეველებს ეუბნება უფალი, რომ ღმერთს ძალუძს ქვებიდანაც აღადგინოს ისინი, ვინც ღვთის რჩეული ერი გახდება.

ვილოცოთ, რომ ეს დღეები ღირსეულად იქნეს გადატანილი ჩვენი დედის, ეკლესიის მიერ. რომ ჩვენი ეკლესია ივერიისა, როგორც მსოფლიო ეკლესიის ნაწილი, სამაგალითოდ ბრწყინავდეს ეკლესიათა შორის.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

საღმრთო ლიტურღია,
ღამისთევის მსახურება.
ქადაგება 13 ნოემბერი 2019

სახარებაში უამრავ ადგილს ნახავთ, სადაც წერია, რომ ქრისტიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად უნდა იზრდებოდეს სულიერად.

ეკლესია სწორედ ამას იქმს. ეკლესია სახარების პროდუქტია, გაცოცხლებული სახარებაა და ნახეთ, როგორ წინააღმდეგობაში მოვდივართ? სახარების მიხედვით, ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ, დიდებითი-დიდებად ვვითარდებოდეთ, ამ დროს კი ეკლესიაში პირიქით მოხდა და ვისი ბრალია? ვინ არის პასუხისმგებელი?
ისევ ჩვენ, სასულიერო პირები.
ისევ ჩვენ გავაკეთეთ ეს და ვაბრალებთ ვის?

სასაცილოა, ვაბრალებთ გარეთ - ფსევდოლიბერალიზმს, რომელიც უზნეობას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მათ ვუწოდოთ - ისინი ეშმაკის მსახურნი არიან და რა, ქრისტიანებს ეშმაკის მსახურების გვეშინია, როცა თითოეულ ქრისტიანს ნათლობის ჟამს მიფურთხებული აქვს ეშმაკისთვის?! შეიძლება, ქრისტიანს ეშინოდეს გარე ძალების?!

ლიბერალიზმზე დიდი პრობლემა, რომელიც გარედან გვებრძვის, არის შიგნით არსებული ფანატიზმი, რომელიც ხრავს და ანგრევს ეკლესიას.

ჩვენ იმასაც ვერ მივხვდით, რომ ეს ფანატიკური ძალები არ არიან ქრისტიანები. ხანდახან ისეთი გონიერი და ჭკვიანი ადამიანისგან გამიგია - აი, ჭეშმარიტი მამები! გავოგნებულვარ - ამ ჭკვიან ადამიანებს როგორ ემართებათ ასე?! როგორ ვერ ხვდებიან, რომ ამ ჩამუქებულ, მრისხანე, გულქვა სახეებსა და ბნელ თვალებში არ შეიძლება ქრისტეს სული იკითხებოდეს!
როგორ გვავიწყდება, რომ ჩვენი ძალა არის არა ბაგეებიდან წამოსულ უბრალო სიმართლეში, არამედ ჩვენი ძალა არის სიმშვიდესა და სიმდაბლეში გაჟღერებულ ჭეშმარიტებაში.

თუ ადამიანში ქრისტეს სულია, ეს დაინახება ინტუიციურად. დაინახება იმგვარად, როგორც უფალი ამბობს: ისე ბრწყინავდესო თქვენში ნათელი, რომ ეს ნათელი გახდეს მიზეზი სხვა ადამიანებისათვის ღმერთის ძიებისა.

და როცა პირიქით ხდება?
როცა ადამიანების ბაგეებიდან წარმოთქმული ე.წ. სიმართლე ადამიანს და მთელ ერს ნელ-ნელა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა აშორებს ჭეშმარიტებას და ამრავლებს ლიბერალიზმს?

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვერ ვხვდებით ამას იმიტომ, რომ არ გვაქვს გარჩევის უნარი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

პავლე მოციქული ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანი ცდილობს, საქმეებით იყოს ქრისტიანი და არა რწმენით. ეს პრობლემაც არის ჩვენში.
ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, მხოლოდ საქმეებით, არასდროს შედეგს არ გამოიღებს. მხოლოდ მაშინ მივიღებთ შედეგს, როდესაც გვექნება რწმენა.

და რა არის რწმენა?
როცა ქრისტე ცოცხლობს ჩემში.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, უბრალოდ შემცდარნი ვიყოთ? [შეგვეშალოს?]

ჩვენ რომ უბრალოდ შემცდარნი ვიყოთ, ის პროცესები რღვევისა, რომლებიც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, სადღაც გაჩერდებოდა. მაგრამ ჩვენ არა ვართ შემცდარნი. შეიძლება ინტელექტუალურად კი, მაგრამ შინაგანად, არაცნობიერს რომ უწოდებენ, შემცდარნი არა ვართ... ჩვენ ძალიან ცუდი არჩევანი გვაქვს გაკეთებული ერსაც და ბერსაც... ამიტომ ის პროცესი რღვევისა, სამწუხაროდ, გაგრძელდება და გაგრძელდება აუცილებლად და ამიტომ მოგიწოდებთ ხოლმე ხშირად ბოლო პერიოდში - თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ ქრისტესნი იყოთ, არ შედრკეთ იმიტომ, რომ ყველაფერი შეიძლება დაირღვეს, მაგრამ ეკლესიას ვერაფერი შეეხება. ოღონდ ამისთვის, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რა არის ეკლესია.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

[custom-facebook-feed]

 

სტატიები და წიგნები
ვიტალი პიტანოვი - ჩარლზ დარვინი ათეისტი არ ყოფილა
საიტზე დამატების თარიღი - 12 ივნისი 2012
დეკანოზი ალექსი უმინსკი - მიუტევებელი მხოლოდ შეუნანებელი ცოდვაა
საიტზე დამატების თარიღი - 09 ივნისი 2012
იღუმენი პეტრე (მეშჩერინოვი) -ეკლესიურობა თუ იდეოლოგია?
საიტზე დამატების თარიღი - 30 მაისი 2012
ათეისტი დალაქი - იგავი ღმერთს არსებობაზე
საიტზე დამატების თარიღი - 30 მაისი 2012
არჩილ მეტრეველი- ქრისტიანული და ფსევდო - ლიბერალიზმი
საიტზე დამატების თარიღი - 29 მაისი 2012
ვლადიმერ ლეიგოდა - რატომ არსებობს ჯოჯოხეთი?
საიტზე დამატების თარიღი - 29 მაისი 2012
ალექსეი ოსიპოვი - რა არის პირველქმნილი ცოდვა?
საიტზე დამატების თარიღი - 29 მაისი 2012
იღუმენი პეტრე მენშერინოვი - დაღლა ეკლესიურობისგან
საიტზე დამატების თარიღი - 24 მაისი 2012
არლი ჰუვერი - ათეიზმი შეუძლებელია (შეუძლებელი ათეიზმი)
საიტზე დამატების თარიღი - 21 მაისი 2012
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?
საიტზე დამატების თარიღი - 21 მაისი 2012
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - რას უნდა ასწავლიდეს მოძღვარი?
საიტზე დამატების თარიღი - 21 მაისი 2012
იღუმენი პეტრე მენშერინოვი - ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები
საიტზე დამატების თარიღი - 21 მაისი 2012
წმ. გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?
საიტზე დამატების თარიღი - 21 მაისი 2012
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სამადლობელი ღვთისადმი იმ საბოძვართა გამო მას რომ ეღირსა- აგრეთვე უწყება იმის შესახებ თუ როგორ გამოუჩნდება ღმერთი დღემუდამ იმათ რომლებიც განწმენდილები არიან გულით
საიტზე დამატების თარიღი - 18 მაისი 2012
სარწმუნოობა სარწმუნოებისა ანუ მზადება მარადისობისათვის - დეკ.თეოდორე(გიგნაძე)
საიტზე დამატების თარიღი - 02 აპრილი 2012