qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

ჯვართამაღლების ტაძარი - Jvartamaghleba Church

13 ოქტომბრის საკვირაო საღმრთო ლიტურღია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად.

მსახურებების ყოველკვირეულად განახლებადი განრიგი და სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტაძრის ოფიციალურ გვერდზე:
https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/

ღვთის ნებაა, რომ ვიყოთ ერი საზეპურო, ღვთის რჩეული, ღვთისმშობლის წილხვედრი.
ეს გაცხადდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს გულში, მცხეთაში დაიმარხა უფლის კვართი. მანამდე - ელიას ხალენი. მუდმივი სასწაული - მირონმდინარე სვეტი სვეტიცხოველში. იყო პერიოდი, ეს სასწაული ყველასათვის ხილული იყო. შემდეგ შეწყდა მირონის დენა, რა თქმა უნდა, ალბათ, ჩვენივე უსჯულოების გამო, მაგრამ ის მადლი, რომელიც მირონთან ერთად ხილულად მიეცემოდა, დღეს უხილავად მაინც გადმოდის ქართველ ერზე. ამიტომაა, რომ როგორც კი მივუახლოვდებით სვეტიცხოველს, განსაკუთრებული მადლის მობერვას გრძნობს თითოეული ადამიანი. ეს ბევრს უთქვამს და განუცდია, თითქოს ამით უფალი გვეუბნება - მე თქვენთან ვარ, თქვენ ჩემი ხართ, საზეპურო ერი ხარ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხარ, არ მიგატოვებთ არასოდეს!
და ნიშნად და სასწაულად მოგვეცა ის საოცარი სვეტი, სადაც კვართთან ერთად სიდონია განისვენებს.

რაც შეეხება უფლის კვართს, იგი ჩვენი თვალისათვის უხილავი შეიქნა მაშინაც და დღესაც, როცა სიდონიასთან ერთად დაიკრძალა.
სიდონია, ეს ებრაელი გოგონა, მოუნათლავი, მაგრამ საოცრად გულმხურვალე მოყვარული ცოცხალი ღმერთისა, ეკლესიის მიერ მოციქულთა სწორად არის შერაცხული. მისმა გულმა იმწამსვე შეიგრძნო, რომ ის, ვინც მოკლეს, სამყაროს შემოქმედი ღმერთი იყო. მისმა გულმა ვერ იტვირთა უფლის ტკივილები, გულში ჩაკრული კვართით გარდაიცვალა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
თავისი ამ ქმედებით სიდონია უკვე ათას ხუთას წელზე მეტია ქრისტეს ქადაგებს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

თუ მთლად არ არის ადამიანი ლიბერალიზმისგან სულგამოცლილი, ყველა ამბობს, რომ მორწმუნეა. მაგრამ მთავარი, რაშიც რწმენა ვლინდება, არის ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის ძიება, ისიქასტური პრაქტიკა.

როცა ვიწყებთ გონიერ ლოცვას, მაშინვე წინაღმდეგობას გვიწევს საკუთარი დაცემული ბუნება და სანამ ღვთის ნება არ რეალიზდება ჩვენში საკუთარი დაცემული ბუნების მაგივრად, მანამდე ლოცვა არ გამოგვდის. არც ზიარება არის ზიარება, არც სათნოება - სათნოება იმიტომ, რომ ეს ჩემი დაცემული ბუნება მიწისაკენ მიმაქანებს, ამა სოფლის სიყვარულისაკენ მიმაქანებს. აქედან გამომდინარე, მუდამ არის შრომა, ბრძოლა, ღვაწლი და კრიზისის განცდა. ეს იწვევს ჩემში მგლოვარებას. მგლოვარება, იმის გამო, რომ უფალო, შენთან ყოფნა მინდა და ვერ ვარ. ამ დროს ხვდები, რომ არავინ ხელს არ გიშლის ღმერთთან ყოფნაში საკუთარი თავის გარდა, ეშმაკიც კი მეასეხარისხოვანია.
ანუ, მუდმივ ბრძოლაში ვართ. ბრძოლა საკუთარ თავში გვაქვს მოსაგები.

ამიტომაც არის, რომ როცა ერის გადარჩენა ურწმუნოებს უნდათ, რომელთაც საკუთარ თავში არასოდეს უბრძოლიათ ამგვარად და არც იციან, ეს რა არის და სურთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გადარჩენა, იმ ერის გადარჩენა, რომელსაც მეფეებად დავითი, თამარი, გიორგი VII, ერეკლე ჰყავდა, იმ ერის გადარჩენა უნდათ, რომელიც ასიათასობთ, ათიათასობით იხოცებოდა ქრისტეს სიყვარულისათვის, როგორ ფიქრობთ, გამოუვათ?!

ამიტომ ვალდებულია ყოველი ადამიანი, როცა ის თანამდებობაზე მიდის, გააცნობიეროს, სად მიდის. მღვდელი იქნება ეს, ეპისკოპოსი, პარლამენტარი, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაჯდება თვითმფრინავის საჭესთან, თუ მართვა არ იცის, ვერც მანქანაზე დაჯდება. და ამ დროს ამხელა სახელმწიფოს მართვას, ან მრევლის მართვას, ან ეპარქიის მართვას, როგორ ვფიქრობთ, საინტერესოა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

საღმრთო ლიტურღია

საკვირაო ქადაგება
13 ოქტომბერი 2019

🎯 აზროვნების აკადემია წარმოგიდგენთ სალონურ საუბრების 7 შეხვედრიან ციკლს ანდრო დგებუაძესთან და დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ერთად.

მომხსენებლები შეხვედრებს ერთობლივად წარმართავენ.

საღამოები გაიმართება შემდეგ თემებზე:

▶ 21 ოქტომბერი - „მე“

▶ 28 - ოქტომბერი -„თავისუფლება“

▶ 4 ნოემბერი - „რწმენა“

▶ 11 ნოემბერი - „სიყვარული“

▶ 2 დეკემბერი - „მეტამორფოზა“

▶ 9 დეკემბერი - „ღმერთი“

▶ 16 დეკემბერი - „გზა“

🕗 შეხვედრების დრო - 20:00სთ.
⏳ ხანგრძლივობა - 3სთ.

🔖 ციკლის სრული საფასური - 280 ლარი.

▶ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 👉 https://goo.gl/bWrX61

🍵 🍷 სალონური საუბრების საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს დატვირთული დღის შემდეგ მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

ფასი მოიცავს ფურშეტსაც:
☕ ყავა, 🍵 ჩაი, 🍷 ღვინო, 🍕 პიცა, 🍰 ნამცხვარი

📷 შეხვედრების მსვლელობისას მიმდინარეობს ფოტო-ვიდეო გადაღება.

📍 მისამართი: იოსებიძის 57
აზროვნების აკადემიის ლიტერატურული სივრცე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 598 10 80 90

ჩვენ რომ დავიბადეთ ჩვენი უნარ-ჩვევები გათვლილია, რომ გვიყვარდეს და გვიხაროდეს.
მაგრამ, როგორც წმიდა ნიკოლოზ კავასილა ამბობს, უნდა გვიყვარდეს და გვიხაროდეს იმ სიყვარულითა და სიხარულით, რომელიც ღვთაებრივია და არა პირუტყვული.

სწორედ ეს არის ჩვენში სასუფევლური მდგომარეობა და განწყობა. მაგრამ ამგვარად რომ გვიყვარდეს და გვიხაროდეს, საჭიროა ჩვენი თანამშრომლობა ღმერთთან ჩვენივე გადარჩენის მიზნით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🌟„მორალი და ადამიანი“

🍁სალონური საუბრები ანდრო დგებუაძესთან, ლევან გიგინეიშვილთან და დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან აზროვნების აკადემია / The Thinking Academy -ში.

🌟„მორალი და ადამიანი“

🍁სალონური საუბრები ანდრო დგებუაძესთან, ლევან გიგინეიშვილთან და დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

🎯 21 ოქტომბრიდან 7 შეხვედრიანი ციკლი ანდრო დგებუაძესთან და დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან 👉 https://goo.gl/bWrX61

კიდევ ერთხელ მოგვიწოდა პავლე მოციქულმა, რომ ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები. ეს არის ბედნიერების წყარო და დანარჩენი, ამქვეყნიური ცხოვრება უფალს უნდა მივანდოთ:
უფალო, მე მთელი ჩემი არსებით შენ გეძებ, შენ იცი, რა მინდა,
რა სატკივარი მაქვს,
რა პრობლემები მაქვს,
რა იმედები მაქვს,
რა მიზნები მაქვს ამქვეყნიური,
რა ვალდებულებები მაქვს, ყველაფერი იცი...
მე მთელი არსებით შენ გეძებ და ამქვეყნიური კი შენთვის მომინდვია. ვიცი, რომ ჩემთვის არაფერს დაიშურებ, იყოს ნება შენი!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

❓რა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს უნდა სურდეს, რომ რეალიზდეს მის ცხოვრებაში?

❤️ ქალისა და მამაკაცის სიყვარული - ყველაზე დიდი ბედნიერება ამ სამყაროში.

ადამიანი არ შეიძლება იყოს პასიური, მექანიკური არსება, რომელიც იწვრთნება როგორც ცხოველი.
როგორც არასდროს, ისე იქნება ანტიქრისტეს პერიოდში სამყარო გაწვრთნილი.

ქრისტიანი არ იწვრთნება, იგი მოქმედებს აბსოლუტურად გააზრებულად, თავისი უმტკიცესი გადაწყვეტილებით და არჩევანით მორჩილებს რაღაც მოვლენას იმიტომ, რომ თვლის, რომ ეს მოვლენა და ფენომენი უშუალოდ ღვთის ნების ამსახველია, ეს არის ქრისტიანის გადარჩენის საფუძველი.

ქრისტიანის დამორჩილება არის შეუძლებელი. პავლე მოციქული გვეუბნება, არ დაგვავიწყდეს, რა საფასურად ვართო გამოსყიდული - ქრისტეს სისხლი იგულისხმება. თავისუფლებისათვის ვართ მოწოდებული და ნუ გავხდებით სხვათა მონა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

გრიგოლ ხანძთელობა არ არის მარტო ასკეტობა.

იმდენი ასკეტი არსებობს სამყაროში, აღმოსავლეთში, ათეისტურ გარემოში თუნდაც, რა დიეტებს არ მიმართავენ ადამიანები, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ, ზოგჯერ იოგსაც შეშურდება.

მთავარი, რაც ამ წმიდა მამაში იყო, არის გულმხურვალება და საოცრად ცოცხალი სარწმუნოება და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს დღეს შეუძლებელია, მითუმეტეს მღვდელი, ეს ყოველგვარ პროგრესს კლავს.

ის, რომ დიადი წარსული გვაქვს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ის, რომ ქართველს გრიგოლ ხანძთელი მყავდა ისტორიაში, ეს არაფერს ნიშნავს, თუ არ ვეცდები მივბაძო მას, როგორც პავლე მოციქული ამბობს: მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა. მე უნდა მივბაძო ამ დიდ ადამიანს, უნდა ვეცადო ვიყო გრიგოლ ხანძთელი.

ვიღაცამ ეს შეიძლება ხიბლში ჩამომართვას, მაგრამ მე ღრმად მწამს ჩემი ტკბილი უფლისა, რომ ვის გულსაც ის შეხებია, რომელი მღვდლის გულსაც ჩემი ტკბილი უფალი შეხებია, ის არ განმიკითხავს იმიტომ, რომ მათაც ექნებათ განცდა - როგორ მინდა წმინდა გრიგოლ ხანძთელს დავემსგავსო!

მე უფრო მეტი უნდა მინდოდეს - თავად უფალს უნდა ვემსგავსებოდე, მაგრამ აქ, ამ მიწიერ ცხოვრებაში თუ როგორები უნდა ვიყოთ, ამის მაგალითია გრიგოლ ხანძთელი.

მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვართ გრიგოლ ხანძთელები. აქ არის სწორედ გასაღები ჩვენი ბედნიერებისა თუ უბედობისა, მშვიდობისა თუ ისტორიაში მრავალი ტრაგიკული ფურცლისა.

ვერ ვართ გრიგოლ ხანძთელები, ვერ გვაქვს ისეთი გულმხურვალე სარწმუნოება, არ გვიყვარს ჩვენ მასავით უფალი და არა გვაქვს ის სიცოცხლე სარწმუნოებაში და განცდა ცოცხალი ღმერთისა, როგორიც მას ჰქონდა. აი, ამიტომ ვართ ამგვარ დღეში, ამიტომ გვტკივა და ვიტანჯებით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

იოანე ოქროპირი აღტაცებული ამბობს: არის რამე ღირებული, რომელიც ჩვენ არ მოგვეცა ,,ყოვლითა კურთხევითა სულიერითა?“
მარადიული სიცოცხლე, მადლით ღმერთობა, ზეციური მამის შვილობა, ქრისტეს ძმობა და დობა - ეს ყველაფერი მოგვეცა და რატომ არა ვართ ბედნიერნი?!

იმიტომ რომ ეს არ არის პრაქტიკა, ეს არის მხოლოდ თეორია. არადა ჩვენში ეს ცოცხალი უნდა იყოს. ეს თუ ცოცხლობს ჩვენში, მაშინ ჩვენ უნდა ვანათებდეთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, როგორც ბრწყინავდა გრიგოლ ხანძთელი.

მაგრამ სად არის, სად არის ეს მდგომარეობა?! არსადაც არ არის იმიტომ, რომ თეორიაა და ყველაფერი უნდა გავაცოცხლოთ, სანამ ამ ქვეყანაზე ვართ. ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ მრავალგზის გვისაუბრია აბრაამის სარწმუნოებაზე, ამ ძველი აღთქმის მამამთავარზე, რომელსაც იმხელა კადნიერება აქვს ღვთის წინაშე, რომ ღმერთი საკუთარ თავს უწოდებს - მე ვარო ღმერთი აბრაამისი.

მაგრამ ერთი ღირსი მამა ამბობს, აბრაამიც კი შეინანებს, როცა წარდგება ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტი არ გააკეთა.

ანუ ჩვენი სულიერი ცხოვრება უნდა იყოს იმგვარი, რომ ჩვენ წინ მუდამ ვხედავდეთ საკეთებელს და არასდროს გვაკმაყოფილებდეს ის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. ჩვენ ისეთი სიმაღლე უნდა გვქონდეს მონიშნული, რომ ვერ უნდა ვისვენებდეთ, სანამ იმ სიმაღლეს არ მივაღწევთ. მე ვგულისხმობ არა იმ მცნებას, რომ ვიყოთ ღმერთივით სრულყოფილი, არამედ იმას, აქ, მიწიერად თუ რა არის ჩვენი საკეთებელი.

ყველას თავისი საკეთებელი აქვს, მღვდელს მღვდლის საკეთებელი აქვს. თუ იმ ღირსი მამის ნათქვამს გადმოვიტანთ ჩვენზე, მაშინ შეიძლება ასე ითქვას, რომ ყველა მღვდელი შეინანებს ღვთის წინაშე როცა წარდგება, რომ ვერ იყო გრიგოლ ხანძთელი.

გრიგოლ ხანძთელობა ჩვენთვის არის არა რაღაც ისტორია, რომელიც მოგვწონს და რომელიც ჩვენი ბედოვლათობით დაკარგული იყო და ძალიან გვიან, თუ არ ვცდები, მე-19 საუკუნეში იქნა მოძიებული მისი ცხოვრება; რომელშიც არის საოცარი სიტყვები, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი და რა არის საქართველო - რომ ეს არის ქართულ ენაზე ღმერთთან საუბარი და წირვა ქართულ ენაზე. აი, ამ საოცარ ნაწარმოებში ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,“ არის აღწერილი განსაცვიფრებელი მღვდლის ცხოვრება, რომლის მოღვაწეობამ ნაყოფად მოგვცა დავითის და თამარის საქართველო. რომ არა ისინი, ჩვენ დღეს არა თუ მართლმადიდებელი ქართველები არ ვიქნებოდით, არამედ ქართულ ენაზეც ვერ ვისაუბრებდით.

გრიგოლ ხანძთელმა, ამ ერთმა ადამიანმა, ბევრი რამ შეძლო, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი ქრისტიანულ ცნობიერებასა და აზროვნებაში. გახსოვთ იოანე ოქროპირის სიტყვები, რომ ერთი გულმხურვალე მლოცველი საკმარისია მთელი ქალაქის გადასარჩენად? ასევე ვიცით წმიდა მამათა სიტყვები, რომ შენ თუ ცხონდები, შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან და გვახსენდება კვლავ და კვლავ წმიდა წერილის სიტყვები, რომ ვიყოთ ნათელი ამა სოფლისა, მარილი ამა სოფლისა, რათა ჩვენი გულებიდან მოდიოდეს მადლის მდინარეები სხვების დასარწყულებლად და გასანათლებლად.
მადლის წყარო უნდა იყოს თითოეული ადამიანი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ღამისთევის მსახურება, საღმრთო ლიტურღია.

ქადაგება
10 ოქტომბერი 2019

[custom-facebook-feed]

 

Latest Updates

Quotes From Sermons