qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

აზროვნების აკადემია / The Thinking Academy

აზროვნების აკადემია / The Thinking Academy

Проповеди протоиерея Теодоре Гигнадзе

Сколько раз бы ты не падал, ты должен встать, потому, что Бог никогда не оставит тебя несмотря на падение. Это исключено, потому, что он знает насколько мы немощны.

Он видит нашу немощность, нашу неспособность быть ревностными, нашу леность…

Если наш выбор Христос, он всё равно прощает нам, всё равно возмет нас за руки и всегда вытащит, как вытащил Петра.

Протоиерей Теодоре Гигнадзе

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები [ოფიციალური ვებ-გვერდი]

ქადაგება (16.07.2019)

დღეს, 15 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

ღონისძიება უმაღლესი სასწავლებლის საინჟინრო, ეკონომიკის, მედია-ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შედგა. მამა თეოდორემ თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სადოქტორო ნაშრომი დაიცვა თემაზე: „საეკლესიო ვითარება და ეკლესიოლოგიური საკითხები „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით““. დისერტაციის ხელმძღვანელია ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი, ოპონენტები კი - თეოლოგიის დოქტორები: დეკანოზი კახაბერ შურღაია და ირაკლი ორჟონია. სამეცნიერო საბჭოს სხდომას უძღვებოდა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა. სამეცნიერო ნაშრომის დაცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო საბჭომ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცა, სასულიერო პირს კი თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

სამეცნიერო საბჭოს წევრებმა, დისერტაციის ხელმძღვანელმა და ოპონენტებმა ერთხმად აღნიშნეს ნაშრომის უნიკალობა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრისტიანული ეკლესიისთვის, რაც მდგომარეობს ავტორის მიერ რამდენიმე საკვანძო საკვლევი საკითხის დასმასა და დამტკიცებაში. მამა თეოდორეს კვლევის შედეგად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გიორგი მერჩულის ნაშრომში წარმოდგენილი მთავარი აღმოჩენაა ისიხასტური პრაქტიკის არსებობა გრიგოლ პალამას ეპოქამდელ საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს.

https://www.facebook.com/ertsulovnebatv/videos/508129699923629/?v=508129699923629

დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

აზროვნების აკადემია / The Thinking Academy

„მგელს, როცა ხაფანგში იჭერენ ფეხს იღრღნის და თავისუფლდება.

როგორ იჭერენ მაიმუნს? - გოგრაში ჩაუყრიან ბრინჯს, სადაც წვრილი თათი ჩაეტევა, ბრინჯს აიღებს, მუჭას შეკრავს და ვეღარ გამოდის. მაიმუნი საშინელ დღეშია, აწყდება აქეთ-იქით, გოგრა მიბმულია ხეზე და თათს არ ხსნის, რომ ბრინჯი დაყაროს და გაიქცეს... ესეც სახისმეტყველებაა ღმერთისაგან მოცემული...

მოტივაცია აქვთ სხვადასხვა; მგლის მოტივაცია რა არის? - თავისუფლებაა მისი მოტივაცია, ხოლო მაიმუნის მოტივაცია - სიხარბე, რომ ის რაღაც არ დათმოს, ამიტომ ისე ძლიერია ეს მოტივაცია, რომ თავისუფლებას სწირავს;

ხოლო მგლისათვის ისე ძლიერია თავისუფლების მოტივაცია, რომ ფეხს იღრღნის და ხეიბარი რჩება.
შემდეგ შეიძლება ვეღარც ინადიროს და მშიერიც კი მოკვდეს, მაგრამ მისთვის თავისუფლებაა მთავარი!“

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

✅ 16 ივნისი - ლევან გიგინეიშვილი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, ანდრო დგებუაძე, - "მორალი და ადამიანი"
👉 https://www.facebook.com/events/2300346830056361/

- უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება სასულიერო პირებს, რომ ჩვენში გავაცოცხლოთ ქრისტე, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ღვთის მაძიებლობით, ჩვენი ლოცვით, ჩვენი ღვთისმსახურებით, ჩვენი მოყვასისადმი დამოკიდებულებით და ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულით იმიტომ, რომ ქრისტიანს სამშობლო გაცნობიერებულად უყვარს, მან იცის რას აკეთებს როცა სამშობლო უყვარს, იგი თავის მომავალ თაობას აძლევს საშუალებას, აქ რომ დაიბადებიან ჯერ კიდევ დაუბადებელნი, მათ ქრისტე შეიცნონ და ჩვენ რათქმაუნდა ქედს ვუხრით ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებმაც ბრძოლით, სულიერით თუ ხორციელით, მოიტანეს ჩვენამდე ქრისტიანობა და მათ ესტაფეტას ვაგრძელებთ.

ჩვენ გაცნობიერებულად ვიცით რას ნიშნავს პატრიოტიზმი და ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის, ყველასთვის, ხოლო თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, დღევანდელი სასულიერო პირები, მრევლის წევრები ანუ ქრისტიანები, ერი და ბერი, თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად, მიზანსწრაფულად, უპირველეს ყოვლისა საკუთარი მაგალითით თუ არ ვიქნებით ამის მჩვენებელნი და გამკეთებელნი, მაშინ ის ცუდი პროცესები რაც დღეს საქართველოში ხდება შეუქცევადი გახდება.
ჩემის აზრით ახლა არის (ისევ წმინდა წერილს დავესესხები) ჟამი გაღვიძებისა და გამოფხიზლებისა, ახლა, თითოეული ჩვენგანისათვის.

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ და ადამიანი მარტო პრინციპში არ არის გარეგნულად, ადამიანი, მაინც მარტოა.

ადამიანი არის მარტო ყველგან: მეგობრებშიც, ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთანაც, სულიერ და-ძმებთანაც, იმიტომ, რომ არ შეუძლია სხვას, გაიგოს, შენს შიგნით რა ხდება, შეუძლებელია შენ განიცადო, ადამიანს როგორ სტკივა, როგორი მწუხარეა, რას განიცდის, რა შინაგანი წიაღსვლები და ძვრები აქვს შიგნით.

ადამიანი არის მარტო და ადამიანი მარტომყოფი
არის ცუდ დღეში, აი, ადამი სამოთხეშია და ნახეთ, უფალი როგორ ამბობს? - ცოდვაა ადამის მარტო ყოფნა და შექმნა მისი გვერდიდან ევა, რომ მარტო არ ყოფილიყო.

რაღაც ნუგეში კი იყო, მაგრამ ადამი მაინც ვერ იყო ბედნიერი, ბედნიერი რომ ყოფილიყო, ხომ არ მოძებნიდა
ალტერნატიული განვითარების გზას?

მიუხედავად იმისა, მის გვერდზე იყო,
მისი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი, მიუხედავად იმისა, რომ იყო სამოთხეში, ადამი არ იყო ბედნიერი.

ადამი, მაშინ იქნებოდა ბედნიერი, თუ ის დაემორჩილებოდა თავის შემოქმედს, რითაც გადაიჭრებოდა მისი მარტოდმყოფობის პრობლემა, არა ევას გვერდზე ყოფნით, არამედ ღმერთთან მყოფობით.

სხვათაშორის, ევაც იმიტომ კი არ შექმნა, რომ
მხოლოდ მისი მარტოდმყოფობის პრობლემა გადაჭრილიყო, არამედ ევა შექმნა იმისათვის,
რომ შემწე ყოფილიყო მისი იმ საქმეში,
რასაც ღმერთთან ერთად მყოფობა ჰქვია,

ე.ი. ჩვენი მარტოდმყოფობის განქარვება, ანუ ჩვენთვის ბედნიერების მონიჭება, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეუძლია. პრობლემა მოგვარდება, მხოლოდ და
მხოლოდ, ჩვენი ღმერთთან მყოფობით.

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/

“Умная молитва и литургическое, евхаристическое служение – это два крыла, с помощью которых человек соединяется с Богом. Эти два таинства помогают, дополняют и примыкают друг ко другу.

Священное Писание многократно подтверждает нам значение призывания имени воплощенного Сына Божия, как в нашей каждодневной борьбе с грехом, так и с точки зрения непрерывного общения с Ним, бескорыстной любви к Нему и в целом спасения.”

Проповеди протоиерея Теодоре Гигнадзе

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები [ოფიციალური ვებ-გვერდი]

Sermons by Archpriest Theodore Gignadze

When you meet God and experience this happiness, you need no other happiness.
“Lord have mercy” does not primarily mean asking God to take care of our problems, but rather it means – “Lord, I want to be with you, but I’m not able to... my heart is dead.”

We must not run away from Christ!

Being with Christ is not easy, I understand this, but it is possible only when you gradually fall in love with Him.
We do not take care of the precious pearl that the Lord gave us and we get used to it so much that we lose the sense of gratitude. Imagine a man who is blind since birth and then his eyes are opened…. he must always remember how terrible it was that he could not see anything, and suddenly he saw the world. How can such a person not be grateful that he is able to see and how can he not be thankful to the One who gave him sight.

The Church is not an intermediary, but rather it is the place and opportunity of meeting God, and the greatest revelation of this opportunity is the mystery of communion, regarding which, Christ Himself said that He will always be with whoever receives His body and blood.

Archpriest Theodore Gignadze

ქადაგება (14.07.2019)

🔰 როცა გგონია, რომ ღირსი არა ხარ ზიარების - რა სიხშირით უნდა ეზიარებოდეს ქრისტიანი? (🎥 ამონარიდი)

[custom-facebook-feed]

[ყველა]