qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

ჯვართამაღლების ტაძარი - Jvartamaghleba Church

ძვირფასო მეგობრებო,

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

ძვირფასო მეგობრებო!

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

საღმრთლო ლიტურღია

ქადაგება
20 ოქტომბერი 2019

ნებისმიერ ღვაწლს დასაწყისში კვებავს ენთუზიაზმი. შემდეგ ეს ენთუზიაზმი იკლებს, ამიტომ სულიერ ცხოვრებაში, ნებისმიერ ღვაწლში, ენთუზიაზმი მთავარი არ არის.

სულიერ ცხოვრებაში, ღვაწლში, არც გულის მდგომარეობა არის მთავარი - ჩემს გულს თუ როგორ უნდა. არც ხასიათი და ასე შემდეგ. აბა, რა არის მთავარი, მამაო? მთავარი არის პიროვნული გადაწყვეტილება - ღმერთო, მე შენთან მინდა!

რაღაცები რომ ხელს მიშლის?
რაღაცები რომ ხელს გიშლის, გადაშალე სახარება და რომაელთა მიმართ ეპისტოლე, VII თავი: ,,ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა?“ წაუკითხე საკუთარ თავს. ანუ ღვაწლის გარეშე არ გამოვა.
მეტსაც გეტყვით: როცა ადამიანს უჭირს ღვთის ძიება განსაკუთრებულად გონიერი ლოცვის დროს ჩანს. ეს სასარგებლოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ამ დროს ჩვენ ვხედავთ საკუთარ ჯოჯოხეთს. სასარგებლოა ამ ჯოჯოხეთის ხილვა - დავინახავთ, რას წარმოადგენს ჩვენი გული და რას უნდა ვებრძოლოთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

Sermons by Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

გრიგოლ ხანძთელი იყო ნათელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ის იყო უდიდესი ისიხასტი მამა, ხელთუქმნელ ნათელს ჭვრეტდა. მისი ბუნება ვერ იტევდა ამ სინათლეს და როცა ლოცულობდა, ბრდღვიალებდა მთელი სენაკი.

დავითის საქართველო გრიგოლ ხანძთელმა შექმნა და წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ისიხაზმს დავცინით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ილიამ კი თქვა, ენა, მამული სარწმუნოება, მაგრამ რეალობაში არ განხორციელებულა. მოკლეს ილია, მაგრამ ამ იმპულსმა დღემდე მოაღწია.

დღევანდელი ლიბერალები თუ ბოლომდე არ მოგვახრჩობენ, ჩვენში რაღაც კიდევ არის შემორჩენილი ილიასი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი ლამაზი იდეაა, მაგრამ განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ არ არის ასე სინამდვილეში იმიტომ, რომ გრიგოლ ხანძთელსაც, ზუსტად იგივე იდეა აქვს.

გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" საქართველო ამგვარადაა განმარტებული: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ლოცვა აღევლინება და ჟამი შეიწირვის. ნახეთ აქ სამივეა - მამული, ენა, საწმუნოება იმიტომ, რომ როცა ვლოცულობთ, ღმერთს ველაპარაკებით.

ეს ბრწყინვალე ტრიადა, რითაც უნდა მოხდეს საქართველოს იდენტიფიკაცია, როგორც ქრისტიანული ქვეყნისა, ჯერ კიდევ როდის იყო ნათქვამი - მეცხრე საუკუნეში და რეალიზებულიც იყო, რადგან მან მოგვცა დავითის და თამარის საქართველო. ეს იმედს გვაძლევს, რომ შესაძლებელია, ეს ყველაფერი დღესაც გაცოცხლდეს, თუკი ჩვენ ერიან-ბერიანად ქრისტეს ერი გავხდებით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ფსალმუნის სიტყვებია - ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". იმ საფუძველზე, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა შექმნა, უფალმა დავითი აღამაღლა.

რჩეულს აღამაღლებს უფალი, მაგრამ ქრისტეს ერი უნდა ვიყოთ - ეს წინაპირობაა. ქრისტიანული ერი თუ არ ვიქენით ერიან-ბერიანად, არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენი წიაღიდან უნდა წამოვიდეს ის სული, რომელსაც დავითის სული ჰქვია. შეიძლება ახლა მეფე არ გვყავდეს, გასაგებია, მაგრამ ის ხედვა, ის მიმართულება, ის დამოკიდებულება, ის ტკივილიანი სიყვარული სამშობლოსადმი - ეს უნდა წამოვიდეს ერისაგან.

ამიტომ როცა ვამბობთ ხოლმე, რატომ ვართ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, რა გვეშველება? და ვიშვერთ ხელს ხელისუფლებისაკენ - არასწორია. ის მთვარიდან არ მოსულა.
რაც ჩვენა ვართ, ისეთივე ხელისუფლება გვყავს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ცოდვილებთან დაკავშირებით წმიდა ნიკოლოზ კავასილას სიტყვები გვახსენდება, როცა ის გრადაციას ახდენს, სახელს არქმევს, თუ ვინ არის ცოდვილი და ვინ არ არის ცოდვილი. უარეს სიტყვასაც ამბობს - ,,კეთილნი და ბოროტნი“. ის პირდაპირ ამბობს, რომ ბოროტია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე ყოფნა არ აწუხებს; კეთილია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე სუნთქვაც კი არ შეუძლია.

წმინდანია, ვიღაცამ შეიძლება ჩაუთვალოს პირად აზრად, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩვენ სიკეთისა და ბოროტების მიხედვით განვსაზღვრავთ ხოლმე ადამიანის მარადიულ ხვედრს, მაშინ ეს მისი განმარტება აბსოლუტურად სწორია.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სახარება, ერთი მხრივ, მტრის სიყვარულზეც კი გვესაუბრება, მაგრამ ამავე დროს, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მესამე ეპისტოლეში უცნაურად მესაუბრება იმაზე, რომ რა კავშირი უნდა იყოს ჩემსა და ცოდვილს შორის? რა ერთობა უნდა მქონდეს მე ცოდვილთან?! და აშკარად საუბრობს იმაზე, რომ განყოფა უნდა მოხდეს და ფრთხილად უნდა ვიყო მე ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობისას.

წმინდა წერილში არის სხვა მრავალი ისეთი ადგილი, რომელიც შეეხება ცოდვილებთან ურთიერთობას - რომ შეიძლება მათი ცხოვრების არაჯანსაღი წესი ჩემზეც გადმოვიდეს და ჩემი შინაგანი ბუნებაც გახრწნას.

როგორ შეიძლება ეს ორი რამ, რომელიც წმიდა მამებმა ერთდროულად მომცეს - ესეცა და ესეცო, ერთმანეთთან ისე შევათავსო ჰარმონიულად, რომ შინაგანი წინააღმდეგობა არ მქონდეს?

აქ არის საჭირო სწორედ შემოქმედებითობა, რომ ეს ყველაფერი ჩემში დიდ კითხვის ნიშანს კი არ ბადებდეს მხოლოდ, არამედ იგი ჩემში სულიერი ცხოვრების პრაქტიკად გადაიქცეს ისე, რომ გარეგნული ვითომდა წინააღმდეგობა არსებული, ვთქვათ, ამ ორ ტექსტს შორის, რომელიც თეორიულად ძალიან ძნელად გადაიჭრება, პრაქტიკულად გადაიჭრას ჩემში და არ მქონდეს შინაგანი წინააღმდეგობა წმიდა წერილის არც ერთ მუხლთან და წმიდა წერილის არც ერთ პოზიციასთან.
ყველაფერი ჩემში პრაქტიკაში უნდა რეალიზდებოდეს, ამას სჭირდება სწორედ შემოქმედებითი მიდგომა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ის განსაცდელები, რომლებიც ხდება, შეუძლებელია, შემთხვევით მოხდეს.
ყველა მიმართულებით, ვერც ერთ სფეროს ვერ ნახავ ისეთს, რომ პრობლემა არ იყოს.
ამას წინათ ვფიქრობდი, ეს პერიოდი ჰგავს დავით აღმაშენებლის წინა პერიოდს, როდესაც საქართველო პრაქტიკულად აღარ არსებობდა. იყო ხელისუფალი, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მარტო სვამდა და ნადირობდა. ყველაფერი მოშლილი იყო, ტყეების მეტი არაფერი იყო. გადახედეთ ისტორიას და ნახეთ - ეს პერიოდი, ყველაფრით ჰგავს დღევანდელ საქართველოს, პოლიტიკურადაც, ტერიტორიები დაკარგული, არც ეკონომიკა, არც სამხედრო, ჯარი. ქართველი ხალხი - უკიდურესად შეშინებული და ღირსება აყრილი, ეკლესია - უმძიმეს მდგომარეობაში, მამათმავლებით და ასეთი გარყვნილებით სავსე და კლანურად მართული; სამეფო ხელისუფლება ჩამოშლილი...

არაფერი იყო და 16 წლის ბიჭი დაჯდა ცხენზე და არაფრისგან შექმნა საქართველო.

თუ ჩვენც ვიცხოვრებთ ღვთის სიტყვის შესაბამისად, აუცილებლად მოგვხედავს უფალი. ამიტომ გავაცოცხლოთ ჩვენი რწმენა შიგნით, სხვაგან ნუ ვეძებთ ღმერთს, შიგნით მოვძებნოთ, სწორად ვილოცოთ, ევქარისტიული ცხოვრება გვქონდეს და ვიყოთ მაგალითი ყველასათვის ჩვენი ცხოვრების წესით - ეს არის ჩვენი საკეთებელი.
და არ ვიწუწუნოთ და იმედი არასდროს დავკარგოთ, რადგან გამოუვალი სიტუაცია ჩვენთვის არსებობს, მაგრამ ღმერთისთვის არ არსებობს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ღამისთევის წირვა 17.10.2019

დეკანოზ თეოდორე (გიგნაძის) ქადაგებათა ვებ-გვერდი https://teodore.ge

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები [ოფიციალური ვებ-გვერდი]

სინანული ქრისტეს გარეშე, იუდას სინდრომია. ქრისტეს გარეშე ლოცვა, ანუ ლოცვითი კანონების შესრულება და ზიარება, ასევე იუდას სინდრომია.

ეს ემართება ადამიანს, როცა მის სულიერ ცხოვრებას სიღრმე არა აქვს, ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და ცოცხალი თავით არ უნდა ქრისტე დაინახოს და დაემსგავსოს.

რითი?

სიმდაბლით და სიყვარულის უნარით უპირველესად. და მიტევების უნარით.

და ამგვარად, ჩვენი რელიგიური ცხოვრება პეპელასავით ფარფატებს - სამ დღეში ქარი წაგვიღებს და მორჩა...

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

[custom-facebook-feed]

 

[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

  სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღესა

დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?

პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან უმაღლესი თვისი განგებულება კაცობრივისა ნათესავისათვის! ღმერთმან აღუთქვა ოდესმე წინაპართა ჩვენთა მოვლინება მხსნელისა, რომელი აღადგინებს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; წინასწარმეტყველნი მრავალ გზის განიმეორებენ აღთქმასა ამას ღვთისასა, და აჰა ესერა დღეს მთავარ-ანგელოზი გაბრიელ ახარებს ყოვლად წმიდასა მარიამს, რომელ იგი ჰშობს მესსიას, ემმანუილს, რომელი აღასრულებს ყოველსა განგებულებასა ღვთისასა კაცობრიობისა ნათესავისათვის. როგორ არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდგან ჩვენთვის იყო ყოველი ესე განგებულება, ჩვენისა ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის!

მეორედ, მივაქციოთ ჰაზრი და გონება ჩვენი ყოვლად წმიდისა ქალწულისადმი, რომელმან მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან. ვიფიქროთ, ვინ იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი? რისთვის მიიღო მან ესოდენი მადლი? რისთვის იქმნა იგი ერთი მხოლოდ რჩეული ყოვლისა კაცობრივისა ნათესავისაგან? არ შეგვიძლია ჩვენ ვპოვოთ რაიმე მაგალითი და სწავლა ცხოვრებასა შინა მისსა აღსაშენებლად ჩვენდა? შეგვიძლია და ვალიც გვაქვს ხშირად წარმოვიდგენდეთ ცხოვრებასა მისსა და ყოველთა სათნოებათა და თვისებათა მისთა! უმეტესად ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდენ მაგალითსა და სწავლასა ღვთის-მშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობლისა არის უმჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის. ქალწულნი ნახვენ მას შინა სახესა და მაგალითსა გამოუთქმელისა სულიერისა და ხორციელისა სიწმინდისასა. თუმცა იგი იყო სულიერად და ხორციელად შემკული ყოვლითა ღირსებითა და მშვენიერებითა, გარნა ამასთანავე იყო მშვიდ, მდაბალ, წყნარ! აჰა დიდი და აღმაშენებელი მაგალითი ყოველთა ქალწულთათვის. ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულ-მაღალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომცა უწყნარეს და უმშვიდეს მისსა!

გარნა არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე: იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთვე უნდა იქცეოდენ ყოველნი კეთილნი დედანი! მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნიერება თვისთა ძეთა. ხოლო გსურსა, ჰოი ქალო! შეიტყო, თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე! წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა, და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა! რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდნილ იყო ესრეთსა ვნებასა შინა. გარნა ყოვლად წმიდამან ღვთის-მშობელმან მოითმინა; რისთვის? ანუ როგორ? მისთვის, რომელ ჰქონდა მას რწმენა, იცოდა განგებულება ღვთისა; ესრეთ იყო თქმული წინასწარმეტყველთაგან და ესრეთ აღსრულდა. შენც ესრეთ მოიქეცი, ოდეს ძე შენი საყვარელი, ანუ სხვა ვინმე ნათესავი  ანუ თვითონ შენც შთავარდე ჭირსა და უბედურებასა შინა მოითმინე სულგრძელად; იფიქრე და დარწმუნდი, რომელ ყოველივე, რაიცა შეგემთხვევა, ღვთისაგან არის; განგებულება ღვთისა არა დაუტევებს არცა ერთსა კაცსა.

სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელზედ: ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა, ესე იგი ყოვლად წმიდასა ღვთის-მშობელსა ჰქონდა ის ჩვეულება, რომელ მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოველთა გარემოებათა და შემთხვევათა ცხოვრებისა თვისისათა; იგი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა; ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთა-თვის; ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდენ და განიზრახვიდენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევდენ უმჯობესსა და განეშორებოდენ ყოველსა ცუდსა. მაგალითად ვიტყვი, რომელ ახლანდელსა დროებასა შინა და აქ ამ ჩვენ ქვეყანაში არის ერთი საქმე, რომლისათვის მრავალი უნდა იფიქრონ და არჩიონ ყოველთა ქალთა და კაცთაცა. რა, ანუ რომელი საქმე? ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა, უმეტესად ძველთა, ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვენცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განმასხვავებელნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთა? რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგანიცა მტკიცედ დავიმარხოთ? ნუ თუ ძველნი ჩვეულებანი ისრე ადვილად არიან გამოსაცვლელნი, როგორც ძველი ტანსაცმელი! არ ვიცი ფიქრობთა თქვენ ამაზე? გარნა უკეთუ გსურსთ ჩემი შეიტყოთ ამ საგანზე ჰაზრი, მე ვგონებ, რომელ არიან რომელნიმე ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა ადვილად დასავიწყებელნი, და არიან სხვანი ჩვეულებანი ძველნი, რომელნი არ უნდა დავივიწყოთ არაოდეს. ვსთქვათ: ეს გრძელი და მრავალ-ფერი ტირილი რომ ვიცით მიცვალებულთა ზედა, თუ დავივიწყებთ და გარდავეჩვევით არ მოგვაკლდება არაფერი. და კიდეც მრავალთა ეჭვი შეუვიდა გულსა შინა, კარგი არის, თუ ავი, ეს ჩვეულება. გარნა არიან ზოგნი ჩვეულებანი, ახლად-შემოსრულნი, რომელთა, უკეთუ მივიღებთ, მოგვეცემა დიდი სარგებლობა და არიანცა სხვანი ჩვეულებანი ახალნი, რომელნი და განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ხოლო თუ რომელნი, სახელდობ, არიან მისაღებელნი ჩვეულებანი და რომელნი არა მისაღებელნი, ამაზე განგრძელებისათვის სიტყვისა, აღარ ვიტყვი მე აწ, არამედ გირჩევთ ძმანო და დანო, იფიქროთ თქვენვე და მით დაემსგავსოთ ყოვლად წმიდასა, რომელი, ვითარცა ვჰსთქვით, მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოვლისა საქმისათვის. ამინ.

წყარო :ortodoxy.ge