qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

მარხვის შესახებ

 

დიაკონი ანდრეი კურაევი

 

ისტორია საბჭოთა პერიოდში: ქალბატონი მიდის მოძღვართან და ეკითხება: „მამაო როგორ მოვიქცე, მე ვმუშაობ საბჭოურ დაწესებულებაში, სადაც ყველას საერთო მაგიდა გვაქვს, მთლიანი კოლექტივი ვიკრიბებით და მივირთმევთ, მე თუ არ ავიღებ ხორცს ან სოსისს, მაშინ ისინი შემამჩნევენ. რათქმაუნდა რაღაც პერიოდის განმავლობაში მოვიკატუნებ თავს, რომ მე მადა არ მაქვს, ან მუცელი მაწუხებს… მაგრამ ადრე თუ გვიან ისინი შეამჩნევენ, რომ ჩემი მუცლის გამწვავება, ემთხვევა მართლმადიდებლურ მარხვებს, მე მკითხავენ – მორწმუნე ვარ თუ არა? რაზეც ცრუ პასუხს ვერ გავცემ და გამომაგდებენ სამსახურიდან, მე კი შვილები მყავს გასაზრდელი… რა ვქნა , როგორ მოვიქცე? რა ვჭამო და რა არა მარხვებში?“, მღვდელი პასუხობს: „ძვირფასო ყველაფერი ჭამე, ოღონდ ადამიანები არ შეჭამო“, აი ეს არის მთავარი მარხვაში და ბევრი გამოცდილი სასულიერო პირი, ხანდახან უკრძალავს კიდეც მორწმუნეებს მარხვას, არა ქადაგებაში, არამედ პირად საუბარში. სახარებაში წერია ბოროტ სულებზე, რომ ეს მოდგმა განიდევნება „ლოცვითა და მარხვით“, ანუ მარხვა, მხოლოდ დამხმარე საშუალებაა შენს გზაზე, მაგრამ ბოდიშით, შენ თუ გზა არ გაქვს და შენ არ გყავს ავტომობილი, მაშინ რა ჯანდაბად გჭირდება ზამთრის რეზინები? ზუსტად ასევე, უნაყოფოა მარხვა, თუ შენ ვერ პოულობ სიხარულს შენს ლოცვებში, თუ არსად არ მიდიხარ, რათ გინდა გზის ჯოხი? ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი, სუფთა პოლიციური პროტოკოლის შესაბამისად გადაწყვეტს: „ეკლესია ამბობს იმარხულეთ, მეც ვიმარხულებ!“, მაგრამ საკუთარი ლოცვები მასში არ არის, არ არის ცოცხალი ლოცვა, არც განსაკუთრებული სიყვარულია ამ ქრისტიანში.. და ასეთ შემთხვევაში წარმოიშვება ტიპაჟი, რომელიც კარგად არის ცნობილი ყველა ეკლესიური ადამიანისთვის, ვთქვათ ასეთი მორწმუნე ბებო , რომელიც მოდის და წინ „ჩამოკიდებული“ აქვს „ბანერი“ წარწერით-„არ შემეხოთ, მე ახლა განსაკუთრებით სულიერი ვარ- ვმარხულობ!!“ და ხელებს იკვრევინება… ანუ გასაგები ფსიქოლოგიურ რამესთან გვაქვს საქმე, არაბუნებრივი კვების რეჟიმი, თითქმის უჭმელობა… და ადამიანი უფრო დამაფრთხობელი ხდება. ასე რომ, თუ შენ ჯერ კიდევ იმდენად არ შეგიძლია იმარხულო და ილოცო, რომ ხდები დამაფრთხობელი – ასეთ შემთხვევაში უკეთესია არ იმარხულო, ადამიანები არ შეჭამო, ეს უმთავრესია.
და ასევე,რათქმაუნდა,ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რაც მარხვას შეეხება, არის ის, რომ თუ შენ შერეულ კამპანიაში ხარ, მაგიდასთან ბარიკადების აგება არ არის საჭირო, „აი ნახეთ მე ვმარხულობ და თქვენ ნაძირლები ძეხვს მიირთმევთ“, ანუ თუ თქვენ ვთქვათ საახალწლოდ აღმოჩნდით არაეკლესიური ადამიანების გარემოცვაში, არ არის საჭირო თქვენი ეკლესიურობის ამგვარი ხაზგასმა. შეჭამეთ ეს სალათი მაიონეზით, კარგით… შემდეგ იმარხულეთ, შობის შემდეგი დღეებში, ამ დღის სანაცვლოთ. აქ უნდა გავიაზროთ, საეკლესიო ტიპიკონი ამას ამბობს გამონაკლის შემთხვევებზე, სტუმრად, ადამიანთათვის… შეიძლება
გამონაკლისი მოხდეს, ანუ ადამიანთაშორისი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი შინაგანი სტომაქი, ადამიანებთან ურთიერთობის გამო, კიბატონო შენ შეგიძლია მიხვიდე სტუმრად, ან თავად მიიღო სტუმრები და მიაწოდო მათ არასამარხვო საკვები, სხვა ადამიანის გამო, ხოლო შენს საკუთარ ღვთისმხასურებას, გამოასწორებ შემდეგ დღეს, რაიმე პორციას მოაკლებ…