qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

დაღლა ეკლესიურობისაგან

 

 იღუმენი პეტრე მენშერინოვი

 

 

ბოლო დროს ყველა მხრიდან და ბევრი მართლმადიდებლი ქრისტიანისაგან ხშირად მესმის, რომ ეკლესიის სინამდვილე მობეზრდათ, სიტყვა „მობეზრდათ“-საკმაოდ რბილი სიტყვაა იმ გამოთქმებში, რასაც ისინი კერძო საუბრებში იყენებენ.

სხვადასხვა მართლმადიდებელ მუშაკებს მობეზრდათ თავისი უაზრო და ხშირად საერო საქმის კეთება ამა თუ იმ საეკლესიო თანამდეობებზე. მღვდლები გადაიღალნენ პარაკლის-პანაშვიდების გადახდით და თან ხელმძღვანელობასთან გაუთავებელი „ეკლისიის“ თამაშით. ბერებისათვის აუტანელი გახდა თანამედროვე მონასტრებში ცხოვრება, სადაც ისინი მუდმივი მშენებლობის გამო ყმების მდგომარეობაში არიან და ამ ყველაფერს მისიონერობის ტვირთიც დაემატა.ერისკაცებს აღიზიანებს კითხვა: „როგორ ვიმარხულოთ დამდეგ მარხვაში“? ყველანაირი აკრძალვები; „ვაშლის ჭამა არ შეიძლება“! წესები და მსახურება, ნაირნაირი მღვდლების „კომპეტენტური“ და უაზრო ლაქლაქი ისეთი გამომეტყველებით, თითქოს მათ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება ეუწყათ.ამას ვეღარ მიაწერ „ამპარტავნებას, „თავმდაბლობას“ და „სისულელეს,“-ძალიან მასიური გახდა ეკლესიური ადამიანების ეკლესიურობისაგან დაღლა.

მეორე მხრივ: მობეზრდათ ადამიანებს სადილი ან ვახშამი? რა თქმა უნდა არა, ეს არ გბეზრდება. ადამიანი ყოველ დღე ვახშმობს, მაგარამ ამას ყურადღებას არ აქცევს, უფრო მეტიც-ელოდება ვახშამს და საკვებსაც სიამოვნებით მიირთმევს.

ჭამა, დაბანა, ძილი-ეს ხომ მოსაბეზრებელი არ არის: ასევე არ გვბეზრდება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, პირიქით-არასდროს გვყოფნის. არ გვბეზრდება საყვარელი ადამიანის გამოგზავნილი sms-ის და წერილის წაკითხვა- გადაკითხვა. არ გვბეზრდება ზღვის ცქერა. არ გვბეზრდება სიხარული-მხიარულებთან და მწუხარება დამწუხრებულებთან. ანუ არსებობს ქვეყნად რაღაცეები, რაც არ შეიძლება მოგვბეზრდეს!

დააკვირდით-ქრისტე-ეკლესიის ცენტრი (შუაგული), -ევქარისტიის არსს ვახშამში გვიდებს. აი, კიდევ რა არ უნდა მოგვბეზრდეს.

ლოცვა ღვთის წინაშე-ურთერთობა მასთან, ვინც გვიყვარს. წმ. წერილი-ეს sms-ია მისგან. ე.ი. თვით უფლისაგან ეკლესიის არსი ისეა შექმნილი და ჩაქსოვილი ყველაფერში, რომ ეს არ შეიძლება მოგვბეზრდეს!

აქედან დასკვნა:
რაც ეკლესიაში გბეზრდება, ის ღვთისგან არ არის.
რაც ღვთისგანაა – ის არ შეიძლება მოგბეზდეს.

ეს გადაძახილია გრიგორი სკოვოროდასთან: „ რაც საჭიროა- ძნელი არ არის, რაც ძნელია- ის საჭირო არ არის“
საინტერესოა, რა მოხდება ჩვენი სინდისი ამ კრიტერიუმით რომ ავღჭურვოთ? ნეტავ შეიცვლება ეკლესიური ცხოვრება (რა თქმა უნდა კერძო დონეზე)?

იღუმენი პეტრე მენშერინოვი