qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

ჯვართამაღლების ტაძარი - Jvartamaghleba Church

ძვირფასო მეგობრებო,

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

ძვირფასო მეგობრებო!

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

საღმრთლო ლიტურღია

ქადაგება
20 ოქტომბერი 2019

ნებისმიერ ღვაწლს დასაწყისში კვებავს ენთუზიაზმი. შემდეგ ეს ენთუზიაზმი იკლებს, ამიტომ სულიერ ცხოვრებაში, ნებისმიერ ღვაწლში, ენთუზიაზმი მთავარი არ არის.

სულიერ ცხოვრებაში, ღვაწლში, არც გულის მდგომარეობა არის მთავარი - ჩემს გულს თუ როგორ უნდა. არც ხასიათი და ასე შემდეგ. აბა, რა არის მთავარი, მამაო? მთავარი არის პიროვნული გადაწყვეტილება - ღმერთო, მე შენთან მინდა!

რაღაცები რომ ხელს მიშლის?
რაღაცები რომ ხელს გიშლის, გადაშალე სახარება და რომაელთა მიმართ ეპისტოლე, VII თავი: ,,ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა?“ წაუკითხე საკუთარ თავს. ანუ ღვაწლის გარეშე არ გამოვა.
მეტსაც გეტყვით: როცა ადამიანს უჭირს ღვთის ძიება განსაკუთრებულად გონიერი ლოცვის დროს ჩანს. ეს სასარგებლოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ამ დროს ჩვენ ვხედავთ საკუთარ ჯოჯოხეთს. სასარგებლოა ამ ჯოჯოხეთის ხილვა - დავინახავთ, რას წარმოადგენს ჩვენი გული და რას უნდა ვებრძოლოთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

Sermons by Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

გრიგოლ ხანძთელი იყო ნათელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ის იყო უდიდესი ისიხასტი მამა, ხელთუქმნელ ნათელს ჭვრეტდა. მისი ბუნება ვერ იტევდა ამ სინათლეს და როცა ლოცულობდა, ბრდღვიალებდა მთელი სენაკი.

დავითის საქართველო გრიგოლ ხანძთელმა შექმნა და წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ისიხაზმს დავცინით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ილიამ კი თქვა, ენა, მამული სარწმუნოება, მაგრამ რეალობაში არ განხორციელებულა. მოკლეს ილია, მაგრამ ამ იმპულსმა დღემდე მოაღწია.

დღევანდელი ლიბერალები თუ ბოლომდე არ მოგვახრჩობენ, ჩვენში რაღაც კიდევ არის შემორჩენილი ილიასი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი ლამაზი იდეაა, მაგრამ განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ არ არის ასე სინამდვილეში იმიტომ, რომ გრიგოლ ხანძთელსაც, ზუსტად იგივე იდეა აქვს.

გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" საქართველო ამგვარადაა განმარტებული: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ლოცვა აღევლინება და ჟამი შეიწირვის. ნახეთ აქ სამივეა - მამული, ენა, საწმუნოება იმიტომ, რომ როცა ვლოცულობთ, ღმერთს ველაპარაკებით.

ეს ბრწყინვალე ტრიადა, რითაც უნდა მოხდეს საქართველოს იდენტიფიკაცია, როგორც ქრისტიანული ქვეყნისა, ჯერ კიდევ როდის იყო ნათქვამი - მეცხრე საუკუნეში და რეალიზებულიც იყო, რადგან მან მოგვცა დავითის და თამარის საქართველო. ეს იმედს გვაძლევს, რომ შესაძლებელია, ეს ყველაფერი დღესაც გაცოცხლდეს, თუკი ჩვენ ერიან-ბერიანად ქრისტეს ერი გავხდებით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ფსალმუნის სიტყვებია - ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". იმ საფუძველზე, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა შექმნა, უფალმა დავითი აღამაღლა.

რჩეულს აღამაღლებს უფალი, მაგრამ ქრისტეს ერი უნდა ვიყოთ - ეს წინაპირობაა. ქრისტიანული ერი თუ არ ვიქენით ერიან-ბერიანად, არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენი წიაღიდან უნდა წამოვიდეს ის სული, რომელსაც დავითის სული ჰქვია. შეიძლება ახლა მეფე არ გვყავდეს, გასაგებია, მაგრამ ის ხედვა, ის მიმართულება, ის დამოკიდებულება, ის ტკივილიანი სიყვარული სამშობლოსადმი - ეს უნდა წამოვიდეს ერისაგან.

ამიტომ როცა ვამბობთ ხოლმე, რატომ ვართ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, რა გვეშველება? და ვიშვერთ ხელს ხელისუფლებისაკენ - არასწორია. ის მთვარიდან არ მოსულა.
რაც ჩვენა ვართ, ისეთივე ხელისუფლება გვყავს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ცოდვილებთან დაკავშირებით წმიდა ნიკოლოზ კავასილას სიტყვები გვახსენდება, როცა ის გრადაციას ახდენს, სახელს არქმევს, თუ ვინ არის ცოდვილი და ვინ არ არის ცოდვილი. უარეს სიტყვასაც ამბობს - ,,კეთილნი და ბოროტნი“. ის პირდაპირ ამბობს, რომ ბოროტია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე ყოფნა არ აწუხებს; კეთილია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე სუნთქვაც კი არ შეუძლია.

წმინდანია, ვიღაცამ შეიძლება ჩაუთვალოს პირად აზრად, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩვენ სიკეთისა და ბოროტების მიხედვით განვსაზღვრავთ ხოლმე ადამიანის მარადიულ ხვედრს, მაშინ ეს მისი განმარტება აბსოლუტურად სწორია.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სახარება, ერთი მხრივ, მტრის სიყვარულზეც კი გვესაუბრება, მაგრამ ამავე დროს, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მესამე ეპისტოლეში უცნაურად მესაუბრება იმაზე, რომ რა კავშირი უნდა იყოს ჩემსა და ცოდვილს შორის? რა ერთობა უნდა მქონდეს მე ცოდვილთან?! და აშკარად საუბრობს იმაზე, რომ განყოფა უნდა მოხდეს და ფრთხილად უნდა ვიყო მე ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობისას.

წმინდა წერილში არის სხვა მრავალი ისეთი ადგილი, რომელიც შეეხება ცოდვილებთან ურთიერთობას - რომ შეიძლება მათი ცხოვრების არაჯანსაღი წესი ჩემზეც გადმოვიდეს და ჩემი შინაგანი ბუნებაც გახრწნას.

როგორ შეიძლება ეს ორი რამ, რომელიც წმიდა მამებმა ერთდროულად მომცეს - ესეცა და ესეცო, ერთმანეთთან ისე შევათავსო ჰარმონიულად, რომ შინაგანი წინააღმდეგობა არ მქონდეს?

აქ არის საჭირო სწორედ შემოქმედებითობა, რომ ეს ყველაფერი ჩემში დიდ კითხვის ნიშანს კი არ ბადებდეს მხოლოდ, არამედ იგი ჩემში სულიერი ცხოვრების პრაქტიკად გადაიქცეს ისე, რომ გარეგნული ვითომდა წინააღმდეგობა არსებული, ვთქვათ, ამ ორ ტექსტს შორის, რომელიც თეორიულად ძალიან ძნელად გადაიჭრება, პრაქტიკულად გადაიჭრას ჩემში და არ მქონდეს შინაგანი წინააღმდეგობა წმიდა წერილის არც ერთ მუხლთან და წმიდა წერილის არც ერთ პოზიციასთან.
ყველაფერი ჩემში პრაქტიკაში უნდა რეალიზდებოდეს, ამას სჭირდება სწორედ შემოქმედებითი მიდგომა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ის განსაცდელები, რომლებიც ხდება, შეუძლებელია, შემთხვევით მოხდეს.
ყველა მიმართულებით, ვერც ერთ სფეროს ვერ ნახავ ისეთს, რომ პრობლემა არ იყოს.
ამას წინათ ვფიქრობდი, ეს პერიოდი ჰგავს დავით აღმაშენებლის წინა პერიოდს, როდესაც საქართველო პრაქტიკულად აღარ არსებობდა. იყო ხელისუფალი, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მარტო სვამდა და ნადირობდა. ყველაფერი მოშლილი იყო, ტყეების მეტი არაფერი იყო. გადახედეთ ისტორიას და ნახეთ - ეს პერიოდი, ყველაფრით ჰგავს დღევანდელ საქართველოს, პოლიტიკურადაც, ტერიტორიები დაკარგული, არც ეკონომიკა, არც სამხედრო, ჯარი. ქართველი ხალხი - უკიდურესად შეშინებული და ღირსება აყრილი, ეკლესია - უმძიმეს მდგომარეობაში, მამათმავლებით და ასეთი გარყვნილებით სავსე და კლანურად მართული; სამეფო ხელისუფლება ჩამოშლილი...

არაფერი იყო და 16 წლის ბიჭი დაჯდა ცხენზე და არაფრისგან შექმნა საქართველო.

თუ ჩვენც ვიცხოვრებთ ღვთის სიტყვის შესაბამისად, აუცილებლად მოგვხედავს უფალი. ამიტომ გავაცოცხლოთ ჩვენი რწმენა შიგნით, სხვაგან ნუ ვეძებთ ღმერთს, შიგნით მოვძებნოთ, სწორად ვილოცოთ, ევქარისტიული ცხოვრება გვქონდეს და ვიყოთ მაგალითი ყველასათვის ჩვენი ცხოვრების წესით - ეს არის ჩვენი საკეთებელი.
და არ ვიწუწუნოთ და იმედი არასდროს დავკარგოთ, რადგან გამოუვალი სიტუაცია ჩვენთვის არსებობს, მაგრამ ღმერთისთვის არ არსებობს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ღამისთევის წირვა 17.10.2019

დეკანოზ თეოდორე (გიგნაძის) ქადაგებათა ვებ-გვერდი https://teodore.ge

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები [ოფიციალური ვებ-გვერდი]

სინანული ქრისტეს გარეშე, იუდას სინდრომია. ქრისტეს გარეშე ლოცვა, ანუ ლოცვითი კანონების შესრულება და ზიარება, ასევე იუდას სინდრომია.

ეს ემართება ადამიანს, როცა მის სულიერ ცხოვრებას სიღრმე არა აქვს, ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და ცოცხალი თავით არ უნდა ქრისტე დაინახოს და დაემსგავსოს.

რითი?

სიმდაბლით და სიყვარულის უნარით უპირველესად. და მიტევების უნარით.

და ამგვარად, ჩვენი რელიგიური ცხოვრება პეპელასავით ფარფატებს - სამ დღეში ქარი წაგვიღებს და მორჩა...

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

[custom-facebook-feed]

 

[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

 დიდი შაბათი

 

მამა თეოდორე გიგნაძე

2004 წელი

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა!
ღვთის მადლით, მოვედით დიდ შაბათამდე. მრავალი თქვენგანი შეძლებისდაგვარად ღირსეულად მარხულობდა, ცდილობდა, რომ ღირსეულად ემარხულა. აქედან გამომდინარე, ზოგი ფიზიკურ უძლურებაშია, გადაღლილია, ერთგვარად დამწუხრებულიც არის, იმიტომ რომ გუშინ დიდი პარასკევი იყო, დღეს დიდი შაბათია – ეს გლოვის განსაკუთრებული დღეებია ქრისტიანთათვის. ერთადერთი დღე წლის განმავლობაში, როცა წირვა არ აღესრულება, არის დიდი პარასკევი. ამით გამოვხატავთ გლოვას და ვცდილობთ, ღრმად განვიცადოთ ის ტკივილები, რომლებსაც წმიდა მოციქულები განიცდიდნენ.

ყველა ტაძარში სიმბოლურად არის მაცხოვრის საფლავი, მართალია –სიმბოლურად, მაგრამ ეს საეკლესიო სიმბოლო რეალურად მიგვანიშნებს, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მოციქულები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილის დღეებია, თქვენ ხედავთ, რომ გვიახლოვდება სიხარული აღდგომისა: ტაძარში გამოიცვალა კრეტსაბმელი, იგი ფერადია, შესამოსლებიც შევიცვალეთ, თეთრით შევიმოსეთ, აღდგომის საგალობლები იგალობება. ეს არის სიხარული გამარჯვებისა, სიკეთისა, სიცოცხლისა, ბედნიერებისა. ჩვენ ბედნიერებას ვეძიებთ და ეს ბედნიერება შორს არ არის, ახლოსაა, იმიტომ რომ ღმერთი ახლოსაა – ჩვენთან არს ღმერთი! – თუ ჩვენ მას, რა თქმა უნდა, გულის კარებს გავუღებთ. დღეს დიდი შაბათია. ჯერ ქრისტე არ აღმდგარა, მაგრამ ჩვენს გულებში უკვე შემოსულია სიხარული, სიხარული ჩვენი გამოხსნისა – ჩვენ ვიღუპებოდით და უფალმა გამოგვიხსნა.

ყოველივე, რაც ეკლესიაში აღესრულება, დიდი საიდუმლოა, არა მხოლოდ შვიდი წმიდა საიდუმლო, არამედ ყოველივე საიდუმლოა, რაც კი აღესრულება ჩვენთვის. ხშირად გაუგებარია მრავალი რამ და ადამიანურ ლოგიკას ძნელად ექვემდებარება. მაგრამ, თუკი ვიქნებით თანამონაწილე ეკლესიური ცხოვრებისა, გავხდებით ღირსნი იმ მადლისა, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს, მაშინ საკუთარი მადლისმიერი გამოცდილებით შევძლებთ, განვიცადოთ და გავიგოთ, თუ რაოდენ დიდია გამოხსნის წმიდა საიდუმლო. ამ წმიდა საიდუმლოზე უამრავი რამ დაწერილა, უამრავი რამ წაგვიკითხავს და ბევრჯერ გვიქადაგია. აგერ 2000 წელია, ვერ ამოწურა ეს თემა კაცობრიობამ, ეკლესიამ, და ვერც ამოწურავს. ეს წმიდა საიდუმლო სრულად მხოლოდ მაშინ განგვეცხადება, როცა უფალი დიდებით დაბრუნდება და ღვთის წინაშე წარვდგებით. ყოველივე იმდენად განცხადდება ჩვენთვის, რამდენადაც ამის დატევნას შევძლებთ. ადამიანის გამოხსნის საიდუმლო მრავალი დიდი კითხვის ნიშნის წინაშე გვაყენებს ხოლმე. ერთ-ერთი შეკითხვა ეს არის: რატომ გამოგვიხსნა უფალმა ამგვარად, ასეთი დიდი ტკივილებით, და არა სხვაგვარად? მრავალი განმარტება არსებობს ამის პასუხად და მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც წმიდა მამები ჩვენს ყურადღებას მიაპყრობენ – ღვთის სამართლიანობაა.

ალბათ დაჰკვირვებიხართ, რომ ამქვეყნიური გამარჯვებები ხშირად მოიპოვება არა სიმართლით, სამართლიანობით, არამედ ძალით, ძალადობით, ამქვეყნიური ძალმოსილებით. მხედველობაშია არა მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ ფული, დიდება, ხელისუფლება და ა.შ. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ სამყაროს არსებობის კანონი ეფუძნება არა ძალმომრეობას, aრამედ ღმრთაებრივ სამართლიანობას. ეშმაკსა და ბოროტებაზე, უსამართლობასა და სიკვდილზე ღმერთი იმარჯვებს არა ძალით, თუმცაღა მას ეს, თავისთავად ცხადია, შეუძლია, არამედ იმარჯვებს სამართლიანობით.

მაგრამ რას ნიშნავს ეს? რა იგულისხმება სამართლიან გამარჯვებაში? ამ შეკითხვაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს პასუხი. პირველი ადამიანები ადამი და ევა დამარცხდნენ ეშმაკის წინაშე, რადგან თავად უარყვეს ღმერთი. ღვთაებრივი სამართლიანობით, კვლავ ადამიანს უნდა ებრძოლა ეშმაკთან, ადამიანს უნდა ეძლია მასზე. მაგრამ ადამიანს დამოუკიდებლად, თავისი ძალებით ამის უნარი აღარ აქვს, ვინაიდან იგი დაცემული ბუნებისაა. მას აქვს არა მარტო უძლურება, რომელიც ადამისაგან მომდინარეობს, არამედ მიდრეკილება ცოდვისაკენ. ადამიანს სწორედ ეს მიდრეკილება წააგებინებს ბრძოლას ეშმაკთან. ბოროტთან ბრძოლას მხოლოდ იმიტომ კი არ ვაგებ, რომ მტკივა, მეშინია, მწყურია, მშია და ასე შემდეგ, არამედ იმის გამო, რომ თავად ვარ მიდრეკილი ბოროტებისაკენ. ეს მეტად მნიშვნელოვანია: ვიმეორებ – მე ბრძოლას ვაგებ არა იმიტომ, რომ სუსტი ვარ, არამედ იმის გამო, რომ ჩემში ბოროტება ძევს. ამიტომ ვამბობთ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის უცოდველი, არც ერთი ადამიანი არ არის წმინდა, ყველანი ბოროტებასთან ვართ წილნაყარნი.ასეა – მე მიდრეკილი ვარ ბოროტებისაკენ, და ეშმაკსაც ძალზე ეიოლება ჩემი დამარცხება, მამარცხებს და დამოუკიდებლად ვერ ვიმარჯვებ.

ღვთაებრივი სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ დაუსაბამო, მიღმიერ სამყაროში შემოაბიჯა ღმერთმა და გახდა ჩვენნაირი ადამიანი, მიიღო ადამიანური ბუნება, ხორცი და სული. ინდივიდუალური მონაცემებით ის იყო ისტორიულად არსებული ადამიანი – ადამიანური თვისებებით, საკუთარი მიდრეკილებებითა და ინდივიდუალურობით. მაგრამ იგი პიროვნულად არასოდეს ყოფილა ადამიანი – პიროვნულად იგი იყო ღმერთი. ეს მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის შემაძრწუნებელი საიდუმლო.

ჩვენ ვიცით, რომ მოციქულები სრულად ვერ აღიქვამდნენ უფალს, ვითარცა სამყაროს შემოქმედს. მათი სულიერი მზაობა თანდათანობით ვითარდებოდა და მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო, ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია, ერთბაშად დაიტიოს ამხელა საიდუმლო, მყისიერად გააცნობიეროს, რომ ის, ვისაც შენ ეხები, ვინც შენი მოძღვარია, ვისაც შენ ხანდახან ეურჩები კიდეც, ვინც მოიკიცხა ადამიანთაგან, ნაცემი და ნაგვემი მოიკლა – არის ის, ვინც მთელი სამყარო შექმნა, ვინც ცეცხლისა და ღრუბლის სვეტად მიუძღოდა ისრაელს, ვინც შუაზე გააპო წითელი ზღვა და ისრაელმა ერმა მშრალი ფსკერით გადაიარა ზღვა, ვინც ადამი და ევა შექმნა, ვინც ეზრახებოდა წინასწარმეტყველებს ძველ აღთქმაში, მოკლედ – იგია საბაოთ უფალი, მოსიყვარულე მამაც და მრისხანე იაჰვეც, და რომელიც მათ გვერდითაა, ჭამს, სვამს და სძინავს! როგორ ფიქრობთ, განა შეეძლო ადამიანს ამის დატევნა? განა გული არ გაუსკდებოდა შიშისაგან, ძრწოლისაგან, რომ ეს ადამიანი არის ღმერთი?!

ასე რომ, მოციქულებს წმიდა საიდუმლოებანი თავიდანვე არ განეცხადათ, რათა არ დაზიანებოდათ სუსტი, უსუსური, ”ჩვილი” სულიერება. მხოლოდ შემდგომ, თანდათანობით გაიხსნა მათთვის კარი საიდუმლოსი.

წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, იმ მოციქულმა, რომელიც მოძღვარს მკერდზე მიეყრდნო, და რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა უფალ იესოს, შემდგომ, როცა ყველაფერი მათთვის გაცხადდა, დაწერა, რომ იესო უფალია, რომელიც ადამიანებმა მოკლეს; სწორედ იგია ღვთის სიტყვა, თავად ღმერთი, რომელიც ღმერთია მარადიული, რომელმაც შექმნა სამყარო და მოვიდა ადამიანად, მაგრამ კაცობრიობამ ვერ მიიღო და მოკლა იგი. სწორედ ამიტომ იწოდება მოციქულთა შორის მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველად უფალი იესო იყო მოძღვარი და გლახაკი. გლახაკში ვგულისხმობ იმას, რომ უფალს არ ჰქონდა არა თუ სიმდიდრე და ქონება, არამედ სახლიც კი. მისი უპირველესი საქმიანობა ქადაგება იყო. ვინც უფალს ეხებოდა – ღმერთს ეხებოდა; ვისაც იესო უყვარდა – ღმერთი უყვარდა, ვინც მას შეურაცხყოფდა –, ღმერთს შეურაცხყოფდა, და ვინც იესო მოკლა – მან ღმერთი მოკლა! ღმერთს, რა თქმა უნდა, ვერ მოკლავ – მან თავის გულში მოკლა ღმერთი, და ამით საკუთარი თავი მოკლა.

ღვთაებრივი სამართლიანობის აღსაქმელად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს ჰქონდა ისეთივე უძლური ბუნება, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარცმული ავაზაკები ცოცხლები იყვნენ, როდესაც უფალმა სული შეჰვედრა ღმერთს. ავაზაკებს წვივები გადაუმტვრიეს, შაბათის დადგომამდე რომ მომკვდარიყვნენ. უფალი კი მათზე ადრე გარდაიცვალა. მასაც ისევე ჰქონდა სიკვდილის შიში, როგორც ყოველ ადამიანს. გინახავთ, ადამიანს სიკვდილის არ ეშინოდეს? თუკი ადამიანს სრულიად არ ეშინია სიკვდილისა, ისეთი ”ვაჟკაცია”, რომ თავსაც კი იკლავს – ის შეურაცხადია, არ არის ჯანსაღი გონებისა. ყველას ეშინია სიკვდილის. უფალსაც ეშინოდა სიკვდილისა. თავისი ადამიანური ნებით მას არ უნდოდა, ეს მძიმე სასმისი შეესვა, მაგრამ თავისი უძლური ბუნებით ემორჩილებოდა ღვთაებრივ ნებას.

უფალი არასოდეს დახმარებია საკუთარ თავს, ვითარცა ღმერთი; პირიქით, ვისაც კარგად აქვს წაკითხული წმიდა სახარება, შენიშნავდა, რომ განსაცდელის ჟამს უფალი იესო ადამიანთაგან ელოდებოდა დახმარებასა და შეწევნას. მაგრამ მოციქულებმა იგი მიატოვეს, მათ შორის იმ სამმა მოციქულმა, რომლებიც ხშირად ახლდნენ უფალს: პეტრემ, იაკობმა და იოანემ, მათ უფალთან ერთად ვერ იფხიზლეს, აღარავინ იყო უფლის გვერდით. მაშინ ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ის აძლიერებდა უფლის ადამიანურ ბუნებას, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცვით სთხოვდა ზეციერ მამას დახმარებას. მანამდე, ორმოცდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, მან ეშმაკს სძლია, ბოროტებას სძლია, მაგრამ როგორ? ფიზიკურად? რა თქმა უნდა, არა. ფიზიკური გამარჯვება განა გამარჯვებას ნიშნავს ყოველთვის? ან ფიზიკური დამარცხება ყოველთვის დამარცხებაა? ილია მოლეს, მაგრამ განა დაამარცხეს? ადამიანი არ მარცხდება ფიზიკური განადგურებით. ილიამ თავისი ზნეობითა და სულიერებით გაიმარჯვა უზნეობაზე, თავისი სიმართლით გაიმარჯვა უსამართლობაზე.წვეთი, რომელიც ეშმაკმა იესოს მოთმინების ფიალაში ჩააწვეთა, იყო ქრისტეს მკვლელთა სისინი, როდესაც დაცინვით ეუბნებოდნენ: აბა, გადმოდი ჯვრიდან და მაშინ ვირწმუნებთო. სასწაულს, სასწაულებრივ ძალას ელოდებოდნენ, სიმართლე მათ არ აინტერესებდათ.

რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით – ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვცეთ თაყვანი. თუ თავისუფალი ხარ და არა ხარ მონა – სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები. ძალას გინდა თაყვანი სცე და დაუხარო თავი? – მაშ, მონა ხარ, ადამიანო, თუმცა თავი თავისუფალი გგონია. ვერ იქნები თავისუფალი, სანამ მონა ხარ! მონა ძალას ემორჩილება, თავისუფალი ადამიანი კი სიმართლეს. ის ადამიანები მონები იყვნენ და ძალის მორჩილება სურდათ. უფალმა ძალა არ აჩვენა. უფალს თავისუფალი ადამიანები სჭრიდება, იმიტომ რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია სიყვარული, მონას სიყვარულის უნარი არ გააჩნია.

აი ასე გაიმარჯვა უფალმა იესომ, ძე კაცისამ, ადამიანმა, ყოველგვარ უზნეობაზე. მან სრული ზნეობრივი გამარჯვება იზეიმა და ამით აჩვენა ბოროტს, ეშმაკს, რომ ადამიანმა მოუგო მას ბრძოლა. მანამდე ეშმაკმა პირველი ადამიანი დაამარცხა. პირველ ადამიანს ცოდვის ჩადენამდე ისევე არ ჰქონდა მიდრეკილება ბოროტისაკენ, როგორც მეორე ადამს, ანუ უფალ იესო ქრისტეს; არც პირველ ადამში იყო ცოდვა, როგორც არ იყო ცოდვა მეორე ადამში, მაგრამ პირველ ადამში არ იყო უძლურება, ხოლო მეორეში უძლურება იყო – პირველი დამარცხდა და მეორე, მიუხედავად უძლურებისა, ვერ დაამარცხა ბოროტმა. აი, რატომ არის ეს გამარჯვება სამართლიანი! ეს არის ადამიანის სამართლიანი გამარჯვება ბოროტზე. უფალი ჯერ იმარჯვებს, ვითარცა ადამიანი, მერე უკვე იმარჯვებს, როგორც ღმერთი თავისი ძალმოსილებით. იგი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ჩადის ჯოჯოხეთში, რამეთუ მაშინ ყველა ადამიანი ჯოჯოხეთში ჩადიოდა; მაგრამ იქ უკვე ღვთაებრივი ძალმოსილებით შემუსრავს ჯოჯოხეთს და აღმოიყვანს იმათ, ვინც მას ელოდება. ძალით კი არ ამოიყვანს, არამედ ამოიყვანს იმას, ვინც გრძნობს თავის უძლურებას და ელოდება უფალს.

კარგად დააკვირდით აღდგომის ხატს: ევას ხელები აქვს დამალული, სინანულის ნიშნად იმ ხელს მალავს, რომლითაც ნაყოფი მოწყვიტა; ხოლო ადამს ხელი, რომელზეც უფალი ხელს ჰკიდეbს, ჩამოვარდნილი აქვს, უძლურებისა და სინანულის ნიშნად. ადამიანი ერთდროულად გრძნობს სინანულსაც და საკუთარ უძლურებასაც. აი, ამგვარი ადამიანები ამოიყვანა უფალმა!

წმიდა პეტრე მოციქული თავის სამოციქულოში იხსენებს ნოეს დროს, წარღვნისას დაღუპულ ადამიანებს. წმიდა მოციქულის თქმით, უფალი ჩავიდა სულთა საპყრობილეში და იქ უქადაგა ყველას, მათ შორის, იმათაც, ვინც ნოეს დროს სინანულით წავიდა, არ იყო კერპთაყვანისმცემელი, ანუ არ იყო ეშმაკის თაყვანისმცემელი, და ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს – მოკლედ, ვისაც აღთქმული მესიის მოლოდინი ჰქონდა, ყველა ამოიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა ჯოჯოხეთი შემუსრა და იგი იმ სახით, როგორიც იყო, აღარ არსებობს. ჯოჯოხეთს აღარ შეუძლია ადამიანის დატყვევება, მთავარია, ადამიანს სურდეს ღმერთთან ყოფნა. ახლა აღარ არის საშიში ჯოჯოხეთი, საშიში მხოლოდ ჩვენი ბოროტი გადაწყვეტილებაა, როცა ღმერთთან ყოფნა არ გვინდა.

დიახ, უფალი იმარჯვებს სამართლიანობით! იგი გვაძლევს უნარს, რომ ჩვენც მის გვერდზე ვიყოთ; ხომ გახსოვთ, როგორ ამბობს იგი: სადაც მე ვარ, მინდა, რომ თქვენც იქ იყოთ. მართალია, უფალი ზეცაშია, მაგრამ იგი მყისვე ფეხზე წამოუდგება ჩვენს ტკივილებს, როგორც სტეფანე პირველწოდებულს წამოუდგა.

დღეს, რა თქმა უნდა, სიხარული შემოდის ჩვენს გულში, იმიტომ რომ გვაქვს უფლის სიყვარულის იმედი, ვიცით, რომ ყველაფერს იღონებს ჩვენს გადასარჩენად, ოღონდ ერთი, სულ ერთი ნაბიჯი გადავდგათ მისკენ. მით უფრო, რომ ჩვენ გვყავს უდიდესი მეოხი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.

დიდება უფალს ყოველივე იმისათვის, რაც მან ჩვენთვის მოიმოქმედა! ჩვენ ცოტა ხანს კიდევ უნდა მოვითმინოთ, რომ გავუძლოთ იმ ბრძოლას, რომელიც ჩვენშია, ოღონდ გავუძლოთ არა ღამის თორმეტ საათამდე, არამედ სიცოცხლის ბოლომდე, და მაშინ ყველაფერი კეთილად დაგვირგვინდება. განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად? ამ ქვეყანაზე არ არის ბედნიერება – ბედნიერება მხოლოდ ქრისტეშია. ნუ ვიქნებით უგუნურნი, გამოვიჩინოთ გონიერება და უფალთან ვიდგეთ ბოლომდე – სიყვარულით, სიმხნევით, ერთგულებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, უკანასკნელ აღმოსუნთქვამდე. ყოველივე ამქვეყნიური სწრაფად გაივლის, ქრისტესთან ერთად კი დამთავრდება დიდებით! ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველი ცხონებული ადამიანი, ერისკაცი თუ სამღვდელო პირი – ღმერთი ხდება მადლით, და იმ ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, რა ცხოვრებითაც ღმერთი ცხოვრობს.
ამინ!

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

მამა თეოდორე გიგნაძე  (2004 წელი)