qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь
[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

ცრუმოძღვრობა და ცრუმორჩილება

 

პროფესორი ალექსი ოსიპოვი

 

მე ვშიშობ, რომ ჩვენი ეკლესია არ მოიცვას და არ გაანადგუროს ცრუ მოძღვრობამდა ცრუ მორჩილებამ. დღეს ქრისტიანები ყველა შემხვედრ სასულიერო პირსმოძღვრად მიიჩნევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გამოუცდელებს. ერთის მხრივ ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში, თქვეს აღსარება და უკვე მზად არიან იქცნენ მონებად, ხოლო მეორეს მხივ მღვდლებს უნდათ გახდნენ დიქტატორები და ამ ყოველივეთი ეკლესიაში იქმნება გასაოცარი ატმოსფერო მონობისა და დიქტატურისა!

მორჩილებითი დამოკიდებულება მოძღვარსა და მორჩილს შორის შესაძლებელია მხლოდ მონასტერში, მხოლოდ მონაზვნებს შორის, ან მათ შორის ვინც მუდამ გვერდი-გვერდ არიან. ეს არის წმიდა მამათა სწავლება მორჩილებაზე. წმ. ეგნატებრიანჩანინოვი ამბობს, რომ მორჩილება უდიდესი ასკეტური მდგომარეობაა და ისშეიძლება აღესრულებოდეს მხოლოდ იმ მონაზონთა შორის, რომელნიც სრულიად განუდგნენ წუთისოფელს, იმყოფებიან რა ერთად, მუდამ შეუძლიათ მიმართონ თავიანთ მოძღვრებს. ერისკაცთა შორის შეუძლებელია ამგვარი ურთიერთობა, ჩვენ იშვიათად ვხვდებით და როგორც წესი არა სულიერ თემებზე სასაუბროდ, არამედ საერო საქმეებზე. ერისკაცსა და მის მოძღვარს შორის არ შეიძლება არსებობდეს (მონასტრისეული) მორჩილება ამ სიტყვის სწორი გაგებით. გთხოვთ გაანთავისუფლეთ თქვენი თავი მონობისაგან… ,, სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23)

ვინ არის სულიერი მოძღვარი და როგორ აღირჩევა იგი? წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,, როდესაც ჩვენ ვისურვებთ, რომ ჩვენი სულის გადარჩენა მივანდოთ სხვა ადამიანს, უპირველეს ყოვლისა ჩვენ წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ თუ რამდენად სანდოა ის ადამიანი, რომელსაც შენ გინდა მიანდო საკუთარი სული, ვინაიდან არ შევცდეთ და ექიმის ნაცვლად ავადმყოფი არ ავირჩიოთ ჩვენს წინამძღვრად, უვნებო ადამიანის ნაცვლად არ ავირჩიოთ ვნებებით სავსე და აქიდან გამომდინარე არ დავიღუპოთ სული“. ამიტომ სანამ ვინმეს სულიერ მოძღვარს უწოდებდე მანამ უნდა დარწმუნდე რამდენად სულიერია ის ადამიანი. და როგორც გვასწავლის წმ.იოანე კლემაქსი “წყნარი ნავსაყუდელის ნაცვლად არ აღმოვჩნდეთ რიფებზე და არ დაიღუპოს ჩვენი ხომალდი“ ამ ყოველივეს კი დრო სჭირდება. არის ასეთი რუსული გამოთქმა : ,,ადამიანი რომ კარგად გაიცნო, მასთა ერთად ფუთიმარილი უნდა ჭამო“.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: ,,დიდი ბენდიერებაა, თუკი ჩვენ ვიპოვით ადამიანს, ჭეშმარიტ მორწუნეს, ქრისტიანულად მცხოვრებს, წმინდა მამების მცოდნეს და გონიერს. გესმით?-გონიერს! ეხლა კი რა ხდება? ნახევრადშეშლილს სალოსად მიიჩნევენ. ეძიეთ გონიერი ადამიანი და ამ ადამიანთან ერთად ეცადეთ გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემები. როგორ? ზომიერი მიდგომით! მე პატივისცემით მივდივარ ადამიანთან, მას ვეცნობი, ვუსმევ კითვებს, ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანი სულიერიადა მე მას რჩევას ვეკითხები. მე შემიძლია მივიღო მისი რჩევა დარიგება ან შემიძლიაარ მივიღო, თუკი ვხედავ რომ ისე ვერ არის რაღაც, როგორც უნდა იყოს. ამგვარიქმედება არ არის ცოდვა, რადგან შესაძლებელია შეცდეს ნებისმიერი ადამიანი. თუკი მე მთელი გულით ვეძიებ, წავალ და სხვასაც შევეკითხები და გავიგებ მას რა აზრი აქვს ამის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საუბარი ეხება მხოლოდ სულიერ მხარეს, თორემ მოძღვართან მიდიან აგრეთვე ამგვარი კითხვებით: ,,ჩააბაროს თუ არა ჩემმა გოგომ ინსტიტუტში, ან სად ისწავლოს, რომელი ადგილის მოსალოცად წავიდე, რა გავყიდო? რა ვიყიდო? “მე გაოცებული ვარ მღვდლის მოთმინებით და უფრო მეტად გაოცებული ვარ იმით, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი იწყებს რჩევების მიცემას თუ როგორ რა აკეთონ ადამიანებმა. ,,უბედურებაა, თუკი ნამცვხარს მეწაღე გამოაცხობს და ფეხსაცმელს მცხობელი შეკერავს“.

ცხოვრებისეული საკითხი უნდა გადაწყვიტო არა სულიერ მოძღვართან არამედ გონიერ, ჭკვიან ადამიანთან ერთად, მაგრამ ჩვენთვის მეტად ავტორიტეტულია ეს გამოთქმა ,,მამაომ მაკურთხა, მამაომ ასე თქვა“! წმინდანნი შესაძლოა სეცდნენ, მაგრამ მამაო ? – არასოდეს! ,,თქვენ რა ფიქრობთ რომ ,,სტარეცი“ შესაძლოა შეცდეს? არასოდეს! და თუ ეს არ გჯერათ, თქვენ ამპარტავნებასა და ხიბლში ხართ“! აი რა მდგომარეობამდე მივედით. ამიტომ წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი გულმხურვალედ წერს: ,,სულის დამღუპველი ხასიათი და სამწუხარო კომედია ,,სტარეცების“, იმაში მდგომარეობს, რომ ირგებენ საკუთარ თავზე ძველი მამების ,,სტარცების“ როლს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ნიჭები არ გააჩნიათ“. ამას წერს წმინდა მონოზონი, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა მონაზვნობაც და მონასტერიც! ეხლა რაც შეეხება სულიერი მოძღვრის შეცვლას. ჩვენ ვუწოდებთ მოძღვარს მას, ვისთანაც მივდივართ რჩევისათვის. რათქმა უნდა შესაძლებელია შევიცვალოთ მოძღვარი თუ იგი გვაძლევს ისეთ რჩევებს, რომელიც არ გვეხმარებიან. ღირსი პიმენ დიდი (V-ს) ბრძანა დაუყოენებლივ გამოეყოთ საერთო საცხოვრებელიდან ის ბერები, ვისთანაც ცხოვრება სულისათვის საზიანო იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მორჩილებითი დამოკიდებულება შესაძლოა არსებობდესმხოლოდ მონასტერში მონაზვნებს შორის, ხოლო ერისკაცნი მოძღვართანდამოკიდებულებაში მხოლოდ რჩევის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. და ღმერთმა ქნას, რომ შევძლოთ ვინმესგან სწორი რჩევების მიღება.

პავლე მოციქული წერს: ,,ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23). ჩვენ კი ვეძებთ მონობას და ამით ვიცილებთ ჩვენს პასუხისმგებლობას: რომ არ გადავწყვიტოთ ჩვენით, არ ვიფიქროთ ჩვენით, რომ მოვატყუოთ საკუთარი სინდისი. ადამიანები ეძებენ არა მოძღვრებს არამედ ,,დაფარულ მხილველებს“ და ,,წინასწარმეტყველებს“ ისეთ სიტყვებს და რჩევებს, რომლებიც ,,ღვთის გამოცხადებით “ არის და ამ ყველაფრისაგან რამდენს დაენგრა ცხოვრება და ოჯახი?!

ერთი დედა შვილთან ერთად მიდის ამგვარ ,,მოძღვართან“. ის ის იყო შევიდნენ , ის (სტარეცი) უცხადებს შვილს (ბიჭს) ,,ერთი წლის თავზე შენ ჩემთან მოხვალ უკვე ბერდიაკონი“ დედა – დიდი თაყვანისმცემელი ამ ,,სტარეცის“, სწორედ ამიტომაც მივიდა. მე ვეკითხები:
– შემდეგ რა მოხდა ?
– თქვენ იცით? ის მაინც დაქორწინდა!
– როგორ ცხოვრობენ?
– კარგად. მან (სტარეცმა) ისიც დაამატა, რომ გოგონა მონასტერში გამეშვა აღსაზრდელად და მეც გაუშვი. ერთლი წლის შემდეგ შვილმა მითხრა ,,დედა მე აღარ შემიძლია მონასტერში ყოფნა“ და წარმოიდგინეთ წავიდა მონასტრიდან, ეხლა კიგათხოვდა.
– და როგორი ოჯახი ყავს მას? როგორი მეუღლე?
– ოჰ თქვენ იცით? მას საოცარი მეუღლე შეხვდა და ბედნიერები არიან.

აი ამგვარი წაღმა-უკუღმა კურთხევებით და რჩევებით წყვეტენ ადამიანების ბედს. შენ- დაქორწინდები, შენ- გაცილდები, შენ- მონასტერში წახვალ. დღეს სამწუხარო მოვლენებმა დაისადგურა ქვეყანაზე. ჩვენი გარეგნული პრობლემები საცოდავი განსახიერებაა შინაგანი პრობლემებისა. და ერთ-ერთი სამწუხაროთაგანი ესარის ცრუმოძღვრობა და ცრუ მორჩილება!

პროფესორი ალექსი ოსიპოვი

www.faith.ge