qar
eng
rus
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია Georgian Apostolic Orthodox Church Грузинская Апостольская Православная Церковь

FACEBOOK-ის უკანასკნელი პოსტები:

ჯვართამაღლების ტაძარი - Jvartamaghleba Church

ძვირფასო მეგობრებო,

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

ძვირფასო მეგობრებო!

უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მთელი საქრისტიანოსა და განსაკუთრებით კი ჩვენი სამრევლოსთვის:
მამა იოსებ ისიქასტისა და მამა ეფრემ კატუნაკელის წმიდანთა დასში შერაცხვის საკითხი გადაწყდა!

ამის შესახებ, დღეს ათონის წმ.მთაზე ერთადერთმა უფლებამოსილმა ორგანომ, მსოფლიო საპატრიარქომ მისი ხელმძღვანელის, უწმინდესი ბართლომეოსის პირით განაცხადა.

კანონიზაციის
ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს ხანში შედგება და გამოქვეყნდება.

გილოცავთ!

საღმრთლო ლიტურღია

ქადაგება
20 ოქტომბერი 2019

ნებისმიერ ღვაწლს დასაწყისში კვებავს ენთუზიაზმი. შემდეგ ეს ენთუზიაზმი იკლებს, ამიტომ სულიერ ცხოვრებაში, ნებისმიერ ღვაწლში, ენთუზიაზმი მთავარი არ არის.

სულიერ ცხოვრებაში, ღვაწლში, არც გულის მდგომარეობა არის მთავარი - ჩემს გულს თუ როგორ უნდა. არც ხასიათი და ასე შემდეგ. აბა, რა არის მთავარი, მამაო? მთავარი არის პიროვნული გადაწყვეტილება - ღმერთო, მე შენთან მინდა!

რაღაცები რომ ხელს მიშლის?
რაღაცები რომ ხელს გიშლის, გადაშალე სახარება და რომაელთა მიმართ ეპისტოლე, VII თავი: ,,ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა?“ წაუკითხე საკუთარ თავს. ანუ ღვაწლის გარეშე არ გამოვა.
მეტსაც გეტყვით: როცა ადამიანს უჭირს ღვთის ძიება განსაკუთრებულად გონიერი ლოცვის დროს ჩანს. ეს სასარგებლოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ამ დროს ჩვენ ვხედავთ საკუთარ ჯოჯოხეთს. სასარგებლოა ამ ჯოჯოხეთის ხილვა - დავინახავთ, რას წარმოადგენს ჩვენი გული და რას უნდა ვებრძოლოთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

Sermons by Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

Freedom is the value, without which a human being is not a human being,

This is the value that makes a human being different from an animal.

I don’t think there is a greater virtue that human beings have. If you take this away, all is lost.

That is why salvation of a person is so difficult.

A person may say:

“God, I don’t want you.”

“Why don’t you want me?"

“I just don’t want you.”

- and at this time, God cannot do anything about it.

Can God not interfere?

A human being as an image and likeness of God, which has freedom, is the stone which God created and God Himself cannot lift, because if He lifted this stone, He must take away the freedom.

If the freedom is taken away, a human being is no longer a
human being, he turns into a biological creature - an animal and for him salvation becomes impossible, he can still receive pleasure, as animals are able to receive pleasure, but it becomes impossible to be saved, in the Christian sense of the word, which means being god by grace and being a child of the Heavenly Father.

Archpriest Theodore Gignadze

გრიგოლ ხანძთელი იყო ნათელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ის იყო უდიდესი ისიხასტი მამა, ხელთუქმნელ ნათელს ჭვრეტდა. მისი ბუნება ვერ იტევდა ამ სინათლეს და როცა ლოცულობდა, ბრდღვიალებდა მთელი სენაკი.

დავითის საქართველო გრიგოლ ხანძთელმა შექმნა და წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ისიხაზმს დავცინით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ილიამ კი თქვა, ენა, მამული სარწმუნოება, მაგრამ რეალობაში არ განხორციელებულა. მოკლეს ილია, მაგრამ ამ იმპულსმა დღემდე მოაღწია.

დღევანდელი ლიბერალები თუ ბოლომდე არ მოგვახრჩობენ, ჩვენში რაღაც კიდევ არის შემორჩენილი ილიასი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კი ლამაზი იდეაა, მაგრამ განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ არ არის ასე სინამდვილეში იმიტომ, რომ გრიგოლ ხანძთელსაც, ზუსტად იგივე იდეა აქვს.

გიორგი მერჩულეს მიერ აღწერილ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" საქართველო ამგვარადაა განმარტებული: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ლოცვა აღევლინება და ჟამი შეიწირვის. ნახეთ აქ სამივეა - მამული, ენა, საწმუნოება იმიტომ, რომ როცა ვლოცულობთ, ღმერთს ველაპარაკებით.

ეს ბრწყინვალე ტრიადა, რითაც უნდა მოხდეს საქართველოს იდენტიფიკაცია, როგორც ქრისტიანული ქვეყნისა, ჯერ კიდევ როდის იყო ნათქვამი - მეცხრე საუკუნეში და რეალიზებულიც იყო, რადგან მან მოგვცა დავითის და თამარის საქართველო. ეს იმედს გვაძლევს, რომ შესაძლებელია, ეს ყველაფერი დღესაც გაცოცხლდეს, თუკი ჩვენ ერიან-ბერიანად ქრისტეს ერი გავხდებით.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ფსალმუნის სიტყვებია - ,,აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". იმ საფუძველზე, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა შექმნა, უფალმა დავითი აღამაღლა.

რჩეულს აღამაღლებს უფალი, მაგრამ ქრისტეს ერი უნდა ვიყოთ - ეს წინაპირობაა. ქრისტიანული ერი თუ არ ვიქენით ერიან-ბერიანად, არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენი წიაღიდან უნდა წამოვიდეს ის სული, რომელსაც დავითის სული ჰქვია. შეიძლება ახლა მეფე არ გვყავდეს, გასაგებია, მაგრამ ის ხედვა, ის მიმართულება, ის დამოკიდებულება, ის ტკივილიანი სიყვარული სამშობლოსადმი - ეს უნდა წამოვიდეს ერისაგან.

ამიტომ როცა ვამბობთ ხოლმე, რატომ ვართ ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, რა გვეშველება? და ვიშვერთ ხელს ხელისუფლებისაკენ - არასწორია. ის მთვარიდან არ მოსულა.
რაც ჩვენა ვართ, ისეთივე ხელისუფლება გვყავს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ცოდვილებთან დაკავშირებით წმიდა ნიკოლოზ კავასილას სიტყვები გვახსენდება, როცა ის გრადაციას ახდენს, სახელს არქმევს, თუ ვინ არის ცოდვილი და ვინ არ არის ცოდვილი. უარეს სიტყვასაც ამბობს - ,,კეთილნი და ბოროტნი“. ის პირდაპირ ამბობს, რომ ბოროტია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე ყოფნა არ აწუხებს; კეთილია ის, ვისაც ქრისტეს გარეშე სუნთქვაც კი არ შეუძლია.

წმინდანია, ვიღაცამ შეიძლება ჩაუთვალოს პირად აზრად, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩვენ სიკეთისა და ბოროტების მიხედვით განვსაზღვრავთ ხოლმე ადამიანის მარადიულ ხვედრს, მაშინ ეს მისი განმარტება აბსოლუტურად სწორია.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სახარება, ერთი მხრივ, მტრის სიყვარულზეც კი გვესაუბრება, მაგრამ ამავე დროს, პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მესამე ეპისტოლეში უცნაურად მესაუბრება იმაზე, რომ რა კავშირი უნდა იყოს ჩემსა და ცოდვილს შორის? რა ერთობა უნდა მქონდეს მე ცოდვილთან?! და აშკარად საუბრობს იმაზე, რომ განყოფა უნდა მოხდეს და ფრთხილად უნდა ვიყო მე ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობისას.

წმინდა წერილში არის სხვა მრავალი ისეთი ადგილი, რომელიც შეეხება ცოდვილებთან ურთიერთობას - რომ შეიძლება მათი ცხოვრების არაჯანსაღი წესი ჩემზეც გადმოვიდეს და ჩემი შინაგანი ბუნებაც გახრწნას.

როგორ შეიძლება ეს ორი რამ, რომელიც წმიდა მამებმა ერთდროულად მომცეს - ესეცა და ესეცო, ერთმანეთთან ისე შევათავსო ჰარმონიულად, რომ შინაგანი წინააღმდეგობა არ მქონდეს?

აქ არის საჭირო სწორედ შემოქმედებითობა, რომ ეს ყველაფერი ჩემში დიდ კითხვის ნიშანს კი არ ბადებდეს მხოლოდ, არამედ იგი ჩემში სულიერი ცხოვრების პრაქტიკად გადაიქცეს ისე, რომ გარეგნული ვითომდა წინააღმდეგობა არსებული, ვთქვათ, ამ ორ ტექსტს შორის, რომელიც თეორიულად ძალიან ძნელად გადაიჭრება, პრაქტიკულად გადაიჭრას ჩემში და არ მქონდეს შინაგანი წინააღმდეგობა წმიდა წერილის არც ერთ მუხლთან და წმიდა წერილის არც ერთ პოზიციასთან.
ყველაფერი ჩემში პრაქტიკაში უნდა რეალიზდებოდეს, ამას სჭირდება სწორედ შემოქმედებითი მიდგომა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ის განსაცდელები, რომლებიც ხდება, შეუძლებელია, შემთხვევით მოხდეს.
ყველა მიმართულებით, ვერც ერთ სფეროს ვერ ნახავ ისეთს, რომ პრობლემა არ იყოს.
ამას წინათ ვფიქრობდი, ეს პერიოდი ჰგავს დავით აღმაშენებლის წინა პერიოდს, როდესაც საქართველო პრაქტიკულად აღარ არსებობდა. იყო ხელისუფალი, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მარტო სვამდა და ნადირობდა. ყველაფერი მოშლილი იყო, ტყეების მეტი არაფერი იყო. გადახედეთ ისტორიას და ნახეთ - ეს პერიოდი, ყველაფრით ჰგავს დღევანდელ საქართველოს, პოლიტიკურადაც, ტერიტორიები დაკარგული, არც ეკონომიკა, არც სამხედრო, ჯარი. ქართველი ხალხი - უკიდურესად შეშინებული და ღირსება აყრილი, ეკლესია - უმძიმეს მდგომარეობაში, მამათმავლებით და ასეთი გარყვნილებით სავსე და კლანურად მართული; სამეფო ხელისუფლება ჩამოშლილი...

არაფერი იყო და 16 წლის ბიჭი დაჯდა ცხენზე და არაფრისგან შექმნა საქართველო.

თუ ჩვენც ვიცხოვრებთ ღვთის სიტყვის შესაბამისად, აუცილებლად მოგვხედავს უფალი. ამიტომ გავაცოცხლოთ ჩვენი რწმენა შიგნით, სხვაგან ნუ ვეძებთ ღმერთს, შიგნით მოვძებნოთ, სწორად ვილოცოთ, ევქარისტიული ცხოვრება გვქონდეს და ვიყოთ მაგალითი ყველასათვის ჩვენი ცხოვრების წესით - ეს არის ჩვენი საკეთებელი.
და არ ვიწუწუნოთ და იმედი არასდროს დავკარგოთ, რადგან გამოუვალი სიტუაცია ჩვენთვის არსებობს, მაგრამ ღმერთისთვის არ არსებობს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ღამისთევის წირვა 17.10.2019

დეკანოზ თეოდორე (გიგნაძის) ქადაგებათა ვებ-გვერდი https://teodore.ge

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები [ოფიციალური ვებ-გვერდი]

სინანული ქრისტეს გარეშე, იუდას სინდრომია. ქრისტეს გარეშე ლოცვა, ანუ ლოცვითი კანონების შესრულება და ზიარება, ასევე იუდას სინდრომია.

ეს ემართება ადამიანს, როცა მის სულიერ ცხოვრებას სიღრმე არა აქვს, ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და ცოცხალი თავით არ უნდა ქრისტე დაინახოს და დაემსგავსოს.

რითი?

სიმდაბლით და სიყვარულის უნარით უპირველესად. და მიტევების უნარით.

და ამგვარად, ჩვენი რელიგიური ცხოვრება პეპელასავით ფარფატებს - სამ დღეში ქარი წაგვიღებს და მორჩა...

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

[custom-facebook-feed]

 

[საღვთისმეტყველო ლიტერატურა]
გადმოწერა

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ოდეს წმიდა ეკლესია შეგვკრებს ჩვენ, ქრისტიანეთა, მოხსენებად და თაყვანისცემად ვნებათა ქრისტესთა ამ დღესა შინა, ერთი ჰაზრი უნებლივად წარმოუდგება და უმეტესად განაკვირვებს გონებასა კაცისასა, ჰაზრი მას ზედა, თუ რაოდენი შრომა და ღვაწლი მიიღო მაცხოვარმან თავის თავზე ჩვენთვის და ჩვენ კი მცირესაცა შრომასა და ღვაწლსა არ ვითმენთ მისთვის; რაოდენი სიყვარული, რაოდენი მაგალითი გვიანდერძა მან ჩვენ და რა მცირესა ხედავს ჩვენ შორის განმზადებულებასა მიღებად მათდა და მადლობის გადახდად მათთვის.

არა შესაძლებელ არს მცირეთა სიტყვათა შინა აღწერად ყოველთა მათ, რაიცა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის. საშინელნი ტანჯვანი, რომელნი მან მოითმინა თვით ამ დღეს ჩვენისა სიყვარულისათვის, შეადგენენ ერთსა მხოლოდ ნაწილსა მისთა ღვაწლთა. შეიძლება ვსთქვათ, რომელ მაცხოვარი არათუ მხოლოდ მოკვდა ჯვარსა ზედა, არამედ მრთელი თვისი ცხოვრება განატარა მას ზედა. გარნა ნუ იფიქრებთ, ძმანო, რომელ იგი იტანჯებოდა ამ სოფელში რომელთამე ხორციელთა ნაკლულევანებათა გამო. მართალია, მას ხშირად არა ჰქონდა სადა თავი მიედრიკა; იგი მოწაფეებითურთ იზრდებოდა მით, რასაც მიართმევდენ ერთგულნი მისნი მორწმუნენი; იგი ხშირად იმალებოდა მტერთაგან უდაბურთა ადგილთა შინა; გარნა ეს არ იყო მიზეზი მისისა მწუხარებისა: იგი იტანჯებოდა მხედველი საცოდავისა კაცთა ნათესავისა მდგომარეობისა, დაცემისა, უმეცრებისა, სიცოდვისა. თუ კი ჩვენცა, რომელნი თვითონაც ცოდვილნი ვართ და საწყალნი, გვემძიმება და სამწუხაროდ გვიჩნს ხედვა კაცის ბუნების წახდენისა და დაცემისა, როგორღა არ შეწუხდებოდა უწმინდესი არსება, რომლისათვის თვით მცირე ცოდვა საძაგელ არს, მხედველი უღრმესისა კაცის ბუნების გაფუჭებისა და წახდენისა. ეს აწუხებდა და სწყლავდა გულსა მისსა ყოველთა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისათა. გარნა უკანასკნელთა ამათ დღეთა შინა, მან ბოლომდინ შესვა მწარე სასმელი ყოველთა ვნებათა და ტანჯვათა. არა უმიზეზოთ ეტყოდა იგი მოწაფეთა თვისთა ვენახსა შინა გეთსამანიისასა: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე. არა უმიზეზოთ სამ გზის დაემხო იგი მიწასა ზედა წინაშე მამისა თვისისასა მეტყველი: მამაო, უკეთუ არა შესაძლებელ არს თანა წარხდომად სასმელისა ამის, იყავნ ნება შენი. გარნა ნუ იფიქრებთ რომ მას ეშინოდა ხორციელისა ტანჯვისა, ცემისა, ლურსმნისა, ნერწყვისა, ჯვრისა; არა! ესრეთისა არსებისათვის, ვითარცა იყო მაცხოვარი ჩვენი, ხორციელნი ტანჯვანი მცირედ გამოჩნდებიან წინაშე სულიერთა ტანჯვათა! მაცხოვარმან წინათვე უწყოდა, რომელ მოახლებულ არს დღე, რომელსა შინა მას ზედა აღიჭურვება ყოველი ბოროტება დაცემულისა კაცის ბუნებისა, როდესაც მტერნი მისნი ცხადად გამოაჩენენ სადამდინ მიიყვანა ცოდვამ კაცის ბუნება. ძველმან მტერმან, დამთესველმან კაცის გულსა შინა ცოდვისა და მტრობისა, მოიხმარა აქ ყოველნი თვისნი ხერხნი და საშვალებანი დათრგუნვად და მოსპობად სასუფეველისა ღვთისა, რომლისა დაფუძნებად მაცხოვარი მოვიდა ქვეყანასა ზედა. როგორ არ შეწუხდებოდა ვიდრე სიკვდილამდე სული ქრისტესი, მხედველი საშინელთა მათ საქმეთა, რომელი ჰქმნეს მტერთა მისთა.

უბედური იუდა ფულზე მისყიდავს მოძღვარსა და მეგობარსა თვისსა: ეს იყო მაცხოვარისათვის უმწარეს ლურსმნებთა, რომელთა განსჭვალნეს ხელნი და ფერხნი მისნი.

ფარისეველთა და მოხუცებულთა ორგულთა, სჯულის სარწმუნოების ერთგულების სახისა ქვეშე, იხმარეს თვით უბნელესნი საშვალობანი დასჯად იესო ქრისტესსა: ეს უჩნდა მას უმეტეს მძიმედ, ვიდრე ცემანი და ნერწყვანი.

უმადლო ერი ურიათა, რომელსა მაცხოვარმან უყო ურიცხვნი კეთილნი საქმენი, რომელი გუშინ დღესასწაულობით მიეგება მას და უღაღადებდა: ოსანნა ძესა დავითისასა, დღეს კი, რათა სათნო ეყოს მთავართა და მოხუცებულთა, ჰყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, ეგე! ესრეთი უმადლოება ხალხისა, ესრეთი დაუდგრომელობა მისგან გაბედნიერებულისა ერისა, ასწილ უმძიმეს იყო ჯვრისა, რომელი დასდევს მხართა ზედა მისსა!

უმართლო მსაჯული პილატე განაჩენს მისთვის სასჯელსა სიკვდილისასა და მაშინვე თავათ აღიარებს, რომ იგი არ ხედავს მის შორის არცა ერთსა ბრალსა; ესრეთი დავიწყება ყოვლისა სიმართლისა და მართლ-მსაჯულებისა უმეტესად სტანჯვიდა სულსა მისსა, ვიდრე ეკლისა გვირგვინი, რომელი დასდევს თავსა ზედა მისსა.

დასასრულ მხეცური სასტიკობა მხედართა, რომელთა თავის შესაქცევად მიაჩნდათ ტანჯვა კაცისა უბრალოისა, დასუსტებულისა და ძლივ ცოცხლისა, უმაგალითო ბოროტება ფარისეველთა და მოხუცებულთა, რომელნი ეცინოდენ ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა მომაკვდავსა, უგრძნობელობა ერისაგანთა, რომელნი, ხედვიდენ რა ჯვარსა ზედა დამოკიდებულსა, თავს იყრიდენ და ბასრობდენ მას, ამათ ყოველთა აღუწერელად შეავსეს სასმელი მისთა სალმობათა.

გარნა არა მიმხედველი ესრეთთა უმაგალითოთა სულიერთა და ხორციელთა ტანჯვათა, არა მიმხედველი მისა, თუ რა სახე მიიღო აქ კაცის ბუნებამან, მაცხოვარი არცა ერთს წამს არ შეარყევს სიყვარულსა თვისსა კაცთა ნათესავისადმი, არამედ ილოცავს: მამაო, მოუტევე მათ, არა უწყიან. რასა იქმან!

აჰა რა ჰქმნა მაცხოვარმან ჩვენთვის! და რას მოითხოვს იგი ჩვენგნით ამათ ყოველთა წილ? მოითხოვს მხოლოდ მას, რომელ მისი სწავლა და ყოველი მისი მაგალითი არ დარჩეს ჩვენთვის უსარგებლოდ, არამედ ვისარგებლოთ მით ჩვენისა განათლებისა და ბედნიერებისათვის. გარნა საუბედუროდ რა მცირესა ხედავს იგი ჩვენ შორის ერთგულებასა და მომზადებასა!

ჩვენ გვაკვირვებს, ჩვენ გვეძაგება იუდას ღალატობა და გაცემა; გარნა, ძმანო ჩემნო, ჩვენ კი არაოდეს არ უღალატებთა მაცხოვარსა! ღალატობა არ არისა ყოველი ცოდვა, ყოველი დავიწყება მისისა სწავლისა? როდესაც ჩვენ დამვიწყებელნი მისისა სიყვარულისა ვცხოვრობთ და ვიქცევით წინააღმდეგ მისისა სწავლისა, ანუ უღალატებთ და უმტერებთ ერთი მეორესა, არა გავახსოვნებთა მაშინ იმას იუდას ღალატობასა?

ბნელი ორგულება მწყემსთ-მთავართა და მწიგნობართა ურიათასა, მათი სიძულილე, მათი გაქვავება განაღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებასა, გარნა, ძმანო ჩემნო, საშინელი იგი ცოდვა ფარისევლობისა სრულიად მოისპოა ჩვენ ქრისტიანეთა შორის? ზოგიერთნი სიტყვანი და საქმენი, რომელთამე ქრისტიანეთა არ გააცოცხლებენ გულსა შინა იესოსსა ტანჯვათა მათ, რომელნი მან მოითმინა ფარისეველთაგან?

საღმრთოსა შინა წერილსა ამოვიკითხავთ ჩვენ, რომელ ქრისტიანე ცოდვის მოურიდებელი მეორედ ჯვარს აცვამს იესო ქრისტესა. საკვირველიც არ არის! შეუძლიაა გულ გრილად უყუროს ცოდვათა ჩვენთა, რომელთა მოსპობისათვის მან ესოდენი მოითმინა? იტყვიან, რომ ამ ქვეყანაზე ყოველთა უდიდესი და უძლიერესი სიყვარული არის სიყვარული დედისა ნაშობისადმი თვისისა; რისთვის? მისთვის, რომ დედასა ძვირად უღირს შობა და აღზრდა ძისა თვისისა. ჩვენი სულიერი შობა და განათლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის არცა ერთი დედა ქვეყანასა ზედა ისე არ სწუხს მხედველი სუცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორცა სწუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა.

ურიათა, რომელთა სტანჯეს უფალი იესო ქრისტე, ერთი მაინც შესანდობელი მიზეზი ჰქონდათ, ის, რომელ მათ დაჯერებით არ იცოდნენ, ვინ იყო იგი; ჩვენ კი ვიცით და გვრწამს იგი და გვიყვარს, მაშასადამე ჩვენ არცა ერთი შესანდობელი მიზეზი არ გვექმნება და არა გვაქვს, როდესაც ვსტანჯავთ მას ჩვენისა სიცოდვითა და ურჩებითა.

წყარო: orthodoxy.ge